ბუნებრივი ცეოლითის გამოყენება სოფლის მეურნეობაში

ბუნებრივი ცეოლითის გამოყენება სოფლის მეურნეობაში

ვულკანური მინერალების ეს ჯგუფი წარმოადგენს უნივერსალურ სორბენტს. ნიადაგში დამატებული ცეოლითი, ხელს უწყობს ნიადაგის გაფხვიერებას, ნიადაგის ჟანგბადით გაჯერებას, ორგანული და მინერალური ნივთიერებების შებოჭვას ნიადაგში, ჭარბი ტენის შთანთქმას და სხვა.

ცეოლითი აფერხებს ნიადაგიდან ტენის აორთქლებას, რის გამოც კლებულობს ტენიანობის მერყეობა, ხოლო ფესვთა სისტემისათვის მეტად ხელსაყრელი პირობები დგება. ცეოლითის შთანთქმელობითი უნარი საკმაოდ შთამბეჭდავია. მას შეუძლია შთანთქას მისი წონის 70% ოდენობის ტენი. რის შედეგად  მცენარეები უკეთ იზრდება, ნაკლებად ავადდებიან, უფრო ხშირად ყვავილობენ და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ სასაქონლო სახეს.

ცეოლითი სხვადასხვა სპეციფიკურ პირობებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოზებით გამოიყენება.

სტანდარტული და შედარებით უნივერსალური მეთოდი ცეოლითის გამოყენებისა წარმოადგენს მისი გრუნტში დამატება მიახლოებით მისი წონის 30%-ის  რაოდენობით. კარგად ფორმირებული ფესვთა სისტემის მქონე დიდი მცენარეებისათვის ( ხე-მცენარეები,  ციტრუსები)  გამოიყენება ნიადაგები, სადაც ცეოლითის სანახევრო რაოდენობაა.

ცეოლითი გამოიყენება ჩითილებისათვის ნიადაგების მოსამზადებლად. ამისათვის გრუნტს ურევენ ცეოლითს შეფარდებით 10% ცეოლითი და 90% ტორფთან.

ქოთანი, სადაც უნდა ჩაითესოს თესლი, საჭიროა შეავსოთ ტორფთან 10% ნარევით (მცენარისათვის) და 50% ნარევით ჩითილებისათვის (ფრაქციით, ზომა 0-3მმ). ცეოლითი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც თესლის  გასაღივებლად  ასევე კალმების დასაფესვიანებლად.

გადარგულმა ხეებმა უკეთ და უფრო ჩქარა რომ გაიხარონ,   ნიადაგის მეოთხედი უნდა გადაურიოთ ბუნებრივ ცეოლითს. ამით არ მივცემთ გრუნტს გამკვრივების საშუალებას, ხოლო უხვი მორწყვა, რომელიც საჭიროა ხის გადარგვისას, არ შეუწყობს ხელს ფესვთა  სისტემის ლპობას, რადგანაც  ცეოლითს შეუძლია მისი წონის 70% ოდენობის  წყლის შთანთქმა.

ნაყოფმსხმოიარე ხე-მცენარეების, კენკროვანი ბუჩქების და ასევე დეკორატიული ბუჩქების გამოკვებისთვის საჭიროა 100 მ2  შეტანილ იქნას ბუნებრივი  ცეოლითი 15-20 კგ-ის რაოდენობით.

ხე-მცენარეების ქოთანში ან ყუთში გადარგვისას საჭიროა  წინასწარ  ჩაიყაროს 2,5სმ სისქის ცეოლითის ფენა. გარდა ამისა კარგი იქნება თუ ტარის ირგვლივაც მოვაყრით ამავე რაოდენობის ცეოლითს. ხოლო შემდეგ აუცილებელია მცენარე მოირწყას წყლით, თავისი მაღალი სორბციის უნარის გამო ცეოლითი შთანთქავს ჭარბ ტენს და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს საჭირო რაოდენობის წყალს ფესვთა სისტემას.

იგივე ხდება მისი  სასუქად  გამოყენებისას ცეოლითი ნიადაგიდან არ გამოირეცხება ამიტომაც არ ხდება მათი გადახარჯვა, რის გამოც ხის დარგვისას ერთხელ გაწეული ხარჯი, შემდგომ მოგვცემს საშუალებას ეკონომია გავაკეთოთ არა მარტო მორწყვისას არამედ სასუქის შეტანის დროსაც.

ბუნებრივი ცეოლითის გამოიყენება დოზით 10-30 კგ 1მ2 გავლენას ახდენს საბაღე მცენარეების ზრდის სიჩქარეზე. გარდა ამისა ხილში მატულობს ვიტამინებისა  და სასარგებლო ამინომჟავების შემცველობა. ცეოლითის გამოყენებით მოყვანილი ხილის ანალიზმა უჩვენა მათში შაქრებისა და მშრალი ნარჩენების რაოდენობის მატება.

თუ  ხე-მცენარეს  ჩავუყრით 25 სმ  ფენის სისქის ცეოლითს  და მოვრწყავთ, მცენარე მაშინვე დაიწყებს მისთვის სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას და აჩქარებს ზრდა-განვითარებას.

საბაღე გაზონების გაშენებისას რეკომენდირებულია მიწაში, რომელზეც გათვალისწინებულია გაზონის დათესვა წინასწარ იქნას შეტანილი  ბუნებრივი ცეოლითი 10%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში ცეოლითი კარგად აკავებს წყალს და  გაზონი იქნება სულ ცოცხალი და მწვანე  ყველაზე ცხელ სეზონშიც.

ცეოლითი  ეფექტურად აკავებს  წყალს ნიადაგში, რის გამოც მის შესაძენად გაწეული ხარჯები ანაზღაურებადია იმ წყლის ეკონომიის ხარჯზე, რომელიც მოსარწყავად არის საჭირო.

ბუნებრივი ცეოლითი აქტიურად გამოიყენება სასუქის სახით . ბიომინერალური სასუქი გამოიყენება საბაღე ნაკვეთების, გაზონების, ხეებისა თუ ოთახის ყვავილების დარგვისას. ბუნებრივი დანამატი აკავებს ნიადაგში ოპტიმალურ ტენიანობას, მოქმედებს როგორც მინერალების წყარო და აერატორი. ბუნებრივი ცეოლითის სასუქად გამოყენებისას უმჯობესდება მცენარეთა ფესვთა სისტემა, ის არ ზიანდება ობითა და მავნე პარაზიტებით, ამასთან მცენარეები აქტიურად  მატულობს სიმაღლეში.

ოთახის ყვავილების მოსავლელად ცეოლითს ამატებენ ქოთნებში. გამოიყენება 1 წილი ცეოლითი და 3 წილი შავმიწა ნიადაგი.

ბუნებრივი ცეოლითი ასევე ფართოდ გამოიყენება სპორტული მოედნებისა და გაზონების მომზადებისას. ახალი გაზონების გაშენებისას იღებენ 2 წილ ცეოლითს და 8 წილ ნიადაგს. სასუქი უნდა შეიტანოთ 4-16 სმ სიღრმემდე. ბუნებრივი სასუქი შეიტანება მანამ, სანამ ნერგები ან გაზონი დაირგვება. მცენარეთა გაჯანსაღებისა და გაახლების მიზნით 100მ2 გაზონზე იყენებენ 150 კგ ცეოლითს თუ არსებულ ფართობზე საჭიროება მოითხოვს სასუქის ინტენსიურ შეტანას, მაშინ 10 მეასედზე გამოიყენება 750-15000 კგ-მდე სასუქი.

ფართო გამოყენება ჰპოვა ცეოლითმა საბაღე ნაკვეთებში. ახალი გაზონების მოწყობისას იღებენ 1 წილ ცეოლითს და 3 წილ ნიადაგს , ხოლო არსებული გაზონების გაუმჯობესების მიზნით ცეოლითი იყრება გაზონის მთელ ზედაპირზე. ისე რომ ფენის სისქე არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები. ხოლო შემდეგ  საჭიროა ფოცხის მეშვეობით ნიადაგში შერევა. დასაშვებია ცეოლითის უბრალოდ მოყრაც გაზონზე, რათა ცეოლითს შემდგომში მიეცეს საშუალება დამოუკიდებლად იმუშაოს, როგორც სასუქმა. ასეთი მეთოდი დასაშვებია, როდესაც მებაღე დროით შეზღუდულია.

ცეოლითი არ აძლევს დამჟავების საშუალებას ნიადაგს. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ბუნებრივი სასუქი ყოველგვარი დამატებების და კონსერვანტების გარეშე შეიძლება ნიადაგში შენარჩუნდეს დიდი ხნის განმავლობაში. მთელი თავისი ვადის განმავლობაში ის ინარჩუნებს თავის ძვირფასს თვისებებს.

ცეოლითები, როგორც პესტიციდების მატარებლები მითითებული დოზირებით თითქმის ორჯერ ზრდის კულტურული მცენარეების მოსავლიანობას. სხვადასხვა დაავადებების  შებოჭვის ხარჯზე. თავისი ფოროვანი სტრუქტურის გამო ცეოლითები იგროვებენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და მონაწილეობენ იონური გაცვლით პროცესებში. ცეოლითები ქიმიური დაცვის საშუალებებს ხდიან შედარებით ეფექტურს და იძლევიან მათი მოხმარების შემცირების საშუალებას. ცეოლითის ფოროვანი სტრუქტურა ნიადაგში შეტანისას დიდხანს იცავს მცენარეებს სოკოვანი დაავადებებისაგან, მწერებისა და მღრნელებისაგან. იბრძვის ვირუსებთან და მავნებელ ბაქტერიებთან , რომლებიც ანადგურებენ მცენარეებს.

კომპლექსური პესტიციდების გამოყენება  ცეოლითებთან ერთად ზრდის მცენარეთა აღმოცენებასა და მოსავლიანობას. ორგანული და არაორგანული წარმოშობის პესტიციდების მატარებელი ცეოლითები გამოიყენება მეცხოველეობაშიც. მათ უმატებენ კომბიკორმაში და საკვებ კონცენტრატებში, რომლებიც გამოიყენება ფრინველებისა და ცხოველების გამოსაკვებად.  დაავადებათა  პროფილატიკისა   და მკურნალობის საშუალებათა შეთავსება ცეოლითებთან განაპირობებენ ორმაგ ეფექტურობას.

ბუნებრივი წარმოშობა და შესანიშნავი უნარი  ლონგირებისა სხვადასხვა დამატებების ზემოქმედებისას,  გვაძლევს საშუალებას შევზღუდოთ  ფრინველთა და ცხოველთა დაავადებების სამკურნალოდ  ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. გარდა ამისა ცეოლითი იძლევა საშუალებას გაამდიდროს ცხოველთა საკვები რაციონი და ამავდროულად გამოიყვანოს ტოქსიკური ნივთიერებები მათი ორგანიზმიდან.

ცეოლითების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს ქიმიის როლს სოფლის  მეურნეობასა და მეცხოველეობაში.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s