ნიადაგის დამუშავების რეკომენდაცია – უნდა დავწვათ თუ არა ნარჩენები ?!

მოსავლის აღების სეზონის დროს, ბევრი ფერმერი თუ კერძო მეურნე,   მოსავლის ნარჩენების გასანადგურებლად შეეცდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის დანთებას და ამით ნარჩენების განადგურებას.

გვინდა მოგახსენოთ, რომ 1ტ ნამქის დაწვით წარმოიქმნება მინიმუმ 100კგ აირისებრი. აქროლადი ნივთიერებები სარჟა (ნახშირმჟავა) და მხრჩოლავი გაზი აზოტის ზეჟანგი S და სხვა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამაბინძურებელი ნივთიერებები წარმოიქმნება მცენარეული ნარჩენების არასრული წვის შედეგად, როცა ისინი ტენიანია. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც კი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ზიანზე რასაც ნიადაგს ვაყენებთ. ცნობილია, რომ 1მ2-ზე ნამჯა იწვის სულ რაღაც 30-40 წმ-ის განმავლობაში, მაგრამ ეს მცირედი მონაკვეთი დროისა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ნიადაგის ზედაპირი 3600 C გახურდეს.ასეთი ტემპერატურის პირობებში 0-5სმ სიღრმეზე ხდება ჰუმუსის გამოშრობა, ხოლო 10სმ სიღრმემდე წყალი სრულიად ორთქლდება. საბოლოოდ ნიადაგის ზედა ფენაში ნამჯის წვის პროცესში ჰუმუსის დანაკარგი აღწევს 1,3ტ/ჰა, არადა ჰუმუსის ყოველი სმ-ის დაგროვებას საუკუნეები სჭირდება.

ნამჯისა და სხვათა ნარჩენების დაწვის შედეგად ყოველი ჰა-დან ვკარგავთ 4 ტონა ორგანულ ნივთიერებებს და 30კგ-მდე აზოტს.თუ ამ მონაცემებს გადავიყვანთ ცენტნერებში მივიღებთ, რომ 40-50ც ნამჯისა თუ სხვა მცენარეული ნარჩენების დაწვით იკარგება 1500-1700კგ ნახშირბადი და 20-25კგ აზოტი, რომლებიც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ხელახალ მიმოქცევაში.

1 ტონა ხორბლის ნამჯა შეიცავს 7-22$ ღირებულების საკვებ ნივთიერებებს, მაშასადამე 1 ტონა ნამჯის შეტანით ნიადაგში შეგვაქვს 4 ტონა ორგანული ნივთიერებები, 18 ტონა  P, N, K და მიკროელემენტები. ეს კი საკმაოდ მომგებიანია ფინანსურადაც, რადგან 18 კგ აზოტის, P,K (თუ ნამჯის წონას მივიჩნევთ 25ტ/ჰა) დაგვიჯდება 13-ჯერ უფრო იაფი ვიდრე ამავე რაოდენობის საკვები ცემენტების მინერალური სასუქების სახით მიწოდებით.

საკვები ნივთიერებების განადგურებასთან ერთად ცეცხლი ანადგურებს სასარგებლო ბიოცენოზსაც, როგორიცაა რბილტანიანები, წვიმის ჭიაყელები და სხვა. ჯერ მარტო ჭიამაია თავისი განვითარების პროცესში ანადგურებენ 400-2000 ტკიპას. მაშინ როდესაც მავნებლები ნიადაგში ღრმად ჩასვლას ახერხებენ და არა თუ არ იღუპებიან, არამედ უფრო მეტადაც მრავლდებიან. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნარჩენები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ რესურს სასარგებლო აგრონომიულ ნიადაგური ბიოცენოზი და მიკროროგანიზმებისათვის. მცენარეული ნარჩენების ჩაკეთებით ჩქარდება ორგანულ ნივთიერებათა მინერალიზაცია და ჰუმიფიკაცია და მცენარისათვის ადვილად ასათვისებელ ფორმაში მათი გამოთავისუფლება.აღსანიშნავია, რომ მიკროორგანიზმები განსაკუთრებით ცელულოზის დამშლელები, რომლითაც მდიდარია მარცვლოვანი კულტურების ნარჩენები გამოყოფენ ლორწოვან ნივთიერებას ციტოფაგურ „ჟელეებს“, რომლებიც ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურიზაციას.პარკოსნების ნარჩენების შეტანით კი იზრდება აზოტის მაფიქსირებელი ბაქტერიების რაოდენობაც, რის შედეგად ნიადაგი მდიდრდება დამატებითი (უბალასტო) აზოტით. განსაკუთრებით ეფექტურია ნიადაგური ბიოტის ნორმალური და სრულფასოვანი განვიტარებისათვის პარკოსანი და მარცვლოვანი კულტურების ნამჯის ნიადაგში თანამონაცვლეობით შეტანა.

თუნდაც 20-30ტ/ჰა მარცვლეულის მოსავლიანობის შემთხვევაში, საშუალება გვეძლევა ნიადაგს დავუბრუნოთ 4 ტონა ორგანული ნივთიერებები.10-15 კგ აზოტი, 5-8კგ ფოსფორი, 20-35 კგ კალიუმი,5-7 კგ-CA,  2-3 კგ- MG, 2-4 კგ-S, ასევე სხვა მიკროელემენტები ბორის (12,5გრ), Mn (75 გრ), Mo (1გრ), Zn (100 გრ) სახით. ნიადაგის საკმარისი დატენიანების პირობებში მაღლდება P და K შენაერთების შეთვისება მისი გახრწნის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების მჟავური თვისებების გამო, რომლებიც ხსნიან (შლიან) …შენაერთებს .

ჩალას იყენებენ მულჩადაც, წყლის და ქარის ეროზიის საწინააღმდეგოდ. მულჩირება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ნიადაგში წყლის შთანთქმისათვის, ამცირებს მიწისზედა ნაკადის საშიშროებას, ასუსტებს ტენის აორთქლებას. ჩალის ნიადაგის ზედაპირზე დატოვებისას ქარის სიჩქარე 40-60% კლებულობს, რასაც ქარი… საშიშროება მინიმუმამდე დაჰყავს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ არა თუ უარი თქვა მოსავლის ნარჩენების განადგურებაზე, არამედ ის სერიოზულ კანონდარღვევად მიიჩნია.

აშშ, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმაც კი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და დარღვეული ლანდშაფტების რეკულტივაციის საკითხებში დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბიოხარჯზე მცენარეთა ფესვების გამოკვებას, ნიადაგის გამოჯანსაღებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღებას.

ამ მიმართულებით მთელ მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი  ჰუმატებისადმი- ეს არის ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არეგულირებენ და აუმჯობესებენ გაცვლით პროცესებს მცენარეებსა და ნიადაგს შორის.

ჩვენი თანამშრომელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა, ორგანო-მინერალური სასუქი მიკროელემენტებით „ჯეოჰუმატი“- ესაა ჰუმინური პრეპარატების ახალი თაობა. 2014 წლიდან დარეგისტრირებულია საქართველოს სასურსათო ნაციონალური სააგენტოს მიერ აგროქიმიკატად. ესაა ჰუმინური პრეპარატების ახალი თაობა „ ჯეოჰუმატ“-ის გამოყენებით მცირდება სასუქების შეტანის დანახარჯები 30 %.

„ჯეოჰუმატ“-ის გამოყენებით მატულობს ძირითადი ელემენტებით მინერალური და ორგანული გამოკვება, იზრდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა და ძნელადშეთვისებადი აზოტის, P და K-ის მცენარებისათვის ადვილად შესათვისებად ფორმაში გადაყვანა.

„ჯეოჰუმატ“-ის გამოყენება საშუალებას მისცემს ფერმერს შეამციროს მინერალური სასუქების შეტანა 30-40%-ით და პესტიციდების 20% დაყვანას, რადგანაც „ჯეოჰუმატ“-ის ერთობლივი მოქმედება აძლიერებს დაავადებებისადმი მცენარეთა მდგრადობის გაძლიერების ეფექტს.        „ჯეოჰუმატ“-ის გამოყენებისას საჭიროა ჩატარდეს ნიადაგის დიაგნოსტიკა და დაზუსტდეს ზაფხულისა და შემოდგომის ტენიანობის პირობებში ცალის გახრწნის ხარისხი თესვისა- აზოტის დოზის შეტანის გათვალისწინებით.

ჩალის გახრწნის აქტივაციისათვის გამოყენებულ იქნას მიკრობიოლოგიური ხსნარი „ჯეოჰუმატი“ დოზით 20ლ/ჰა გაზავებით 400-500 ლ  H2O. მოირწყას მინდორი და შემდგომ ცაიხვნას მცენარეულ ნარცენებთან ერთად ნიადაგში.

„ჯეოჰუმატ“-ის ჩალასთან ერთად შეტანით აქტიურდება ნიადაგის მიკროორგანიზმები, რის გამოც ჩქარდება მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებების დაშლა, ამიტომ ვღებულობთ ეკოლოგიურად შედარებით  სუფთა, უსაფრთხო და მსოფლიო ბაზრებზე ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციას, რომლის თვითღირებულება ყოველ 1კგ პროდუქტზე მნიშვნელოვნად უფრო იაფია.

მიწათმოქმედების ეკოლოგიურ პრინციპებზე გადასვლით გადაიჭრება ნიადაგის დაცვის და რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი პრობლემა.

ნამჯა საკვები ელემენტის წყაროა. მომწიფებული ცალის ქიმიური შემადგენლობა ხასიათდება უაზოტო ნივთიერებების მაღალი შემცველობით: ცელულოზა, ჰემიცელულოზა და  ლიგნინი. გარდა ამისა ცალა შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებსა და ნაცრის ელემენტებს. ჰუმუსის წარმოქმნის დასაჩქარებლად „ჯეოჰუმატი“ უნდა შევიტანოთ 8-10სმ სიღრმეზე გაფოცხვისთანავე, ხოლო ორი კვირის შემდეგ უფრო ღრმად 20სმ. პარალელურად საჭიროა ვაკონტროლოთ აზოტით გამოკვება.

„ჯეოჰუმატ“-ის ჩალასთან ან სხვა ნარჩენებთან ერთად ნიადაგში შეტანით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, საჰაერო, წყლის და სითბური რეჟიმი.

ადსორბირებული საკვები ნივთიერებების ფორმები ნიადაგში არ გამოირეცხება წყლით და იმყოფებიან მცენარისათვის ადვილად ასათვისებელ მდგომარეობაში, რომელსაც მცენარეები უფრო ადვილად და ინტენსიურად ითვისებენ.

„ჯეოჰუმატი“ შეტანილ მცენარეულ ნარჩენებთან ერთად არა მარტო ზრდის მოსავლიანობას, ნაყოფის მასას, აჩქარებს მომწიფების ვადებს, არამედ უფრო ხარისხიან ეკოლოგიურად სუფთა და მაღალ კონკურენტუნარიან პროდუქციის მოყვანის საშუალებას იძლევა შედარებით ნაკლები ფინანსური და შრომითი დანახარჯებით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s