ვაზის მოვლა–მოყვანის ბიორაციონალური სისტემა

 

მსოფლიო მასშტაბით ვაზის 4000 ჯიშზე მეტია გავრცელებული,  მათ შორის მხოლოდ  საქართველოში 550–ზე მეტი ჯიში გვხვდება. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან  განსხვავდება ზრდა–განვითარების თავისებურებებით, ნიადაგობრივ – კლიმატურ  პირობებთან დამოკიდებულების მიხედვით, მავნებელ–დაავადებების მიმართ მიმღებიანობის  თუ გამძლეობის თვალსაზრისით და სხვა ფაქტორებით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც  მოყავთ ვაზის, როგორც საღვინე, ისე სასუფრე და საღვინე – სასუფრე ჯიშები.  ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად გავრცელებული საღვინე ჯიშებია: ჩხავერი, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, რქაწითელი,  მანავის მწვანე, საფერავი, კაჭიჭი, ოცხანური, ჰამბურგის მუსკატი, ალადასტური  და     სხვა.

სასუფრე ჯიშებია: კარდინალი, პრიმა, იტალია,  ქართული საადრეო, საბას მარგალიტი,  ცხენის ძუძუ,  ხარისთვალა  და სხვა.

ვაზის მცენარე თავისი ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ყველა ტიპის ნიადაგში (მათ შორის  სილნარშიც)  კარგად ხარობს, მაგრამ  სამრეწველო   ნარგაობების გაშენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფართობის სწორად შერჩევას და მის სათანადო დამუშავებას.

ვაზის კულტურა სითბოს, ტენისა და სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ვაზის ნარგაობა ამ ბუნებრივი ფაქტორების უკმარისობას არ უნდა განიცდიდეს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ვაზი კარგად ხარობს და მაღალ მოსავალსაც იძლევა, როცა ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი – PH 6.0–8.0–ის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოს ზონებსა და მიკროზონებში ნიადაგები უფრო მეტად მჟავე რეაქციით გამოირჩევა, ხოლო აღმოსავლეთის რაიონებში უმეტესად მჟავიანობით და ტუტიანობით. ამიტომ ვაზის გაშენებამდე აღნიშნული მაჩვენევბლები დასადგენი და გასათვალისწინებელია. აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი არის მევენახეობა და მეღვინეობა.

 

ვაზის ნერგის გამოყვანა

სამეურნეო–სამრეწველო დანიშნულებისათვის, როგორც წესი ვაზის გამრავლება ხდება ვეგეტაციურად  რქის გადაწვენა–დაფესვიანებით, კალმით და საძირეებზე კვირტების მყნობით. თუმცა ყელაზე მიღებული და ეფექტური ფორმაა სასურველი ჯიშის კვირტით მყნობა, ფილოქსერა გამძლე საძირეებზე. ამ მიზნით გამოიყენება საძირეები: რიპართა X  რუპესტრისი 33096,  ბერლანდიერი X რიპარია 504 და შასლა–ბერლანდიერი 4/ბ საძირეები.   ამ ოპერაციის ჩატარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია საძირისა და შერჩეული სანამყენის დიამეტრის თანაფარდობა. სტანდარტების  შესაბამისად სამყნობი კალმის დიამეტრი, როგორც წესი არ უნდა იყოს 6 მმ–ზე ნაკლები და 12 მმ–ზე მეტი. ბოლო პერიოდში ყვირტით მყნობას ახორციელბენ წინასწარ დაფესვიანებულ საძირე კალმებზე , რომელსაც ათავსებენ სპეციალურ სუბსტრატში 2–5  ტემპერატურაზე, ხოლო გაზაფხულზე (აპრილ–მაისი) ის გადააქვთ წინასწარ გამზადებულ ორმოებში.

ვაზის ნამყენი ნერგის გამოყვანის ტექნოლოგიის გაუმჯობესებისა და გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნამყენი ნერგის გამოყვანა  ტორფნეშომპალიან ქილებში, რომელსაც უკვე დიდი ხანია წარმატებით იყენებენ ევროპის მოწინავე მევენახეობის ქვეყნებში: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, და სხვაგან. აღნიშნული წესით ნამყენის გამოყვანის ტექნოლოგია და რეჟიმი სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში რამდენადმე განსხვავებულია,  შედეგი კი ყველგან დადებითია, პირველხარისხოვანი ნერგის გამოსავლიანობა  კი 75–85 %–ის ფარგლებში მერყეობს.

        ჩვენს პირობებში ვაზის მწვანე ნერგის გამოყვანის ტექნოლოგია შემდეგში მდგომარეობს: იღებენ მუყაოს ქილას ან პოლიეთილენის ტოპრაკს,  რომელსაც ფუძეზე  დატოვებული აქვს ნახვრეტები. იგი ივსება სპეციალური საკვები ნაზავით – სუბსტრატით, რომელიც შეიცავს 50% ნატურალურ  ფრეზირებულ ტორფს, 25% გადამწვარ ნაკელს და 25% კორდის და ტყის მიწას. მასში თავსდება სტრატიფიცირებული ნამყენი ფუძის ნაწილით, 15 სმ სიღრმეზე. ამ წესით მომზადებული ნამყენი ჩაეწყობა სპეციალურ ყუთებში და შეიტანება პოლიეთილენით გადახურულ  ორანჟერეაში; ნამყენის გაზაფხულზე გამოყვანისას ორანჟერეა დამატებით გათბობას არ საჭიროებს. ზამთარში კი საჭიროა გათბობის  დამატებითი წყარო.  განათება და მიკროკლიმატის განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები ორანჟერეაში ბუნებრივ პირობებთან უნდა იყოს მიახლოებული. კერძოდ, ჰაერის ტემპერატურა  25–26 , შეფარდებითი ტენიანობა 84–90%, სუბსტრატის ტენიანობა  54–60%,   მისი ტემპერატურა კი  18–22 .

ორანჟერიაში 5–6 კვირის შემდეგ ნამყენზე განვითარდება გარემო პირობებთან შეგუებული 4–5 ფოთოლი, ამ დროს შეხორცების ადგილი გამაგრებულია, კალუსი –  დასრლებული და ნამყენი უკვე მზად არის მუდმივ ადგილზე დასარგავად.

აღსანიშნავია, რომ ვაზის პირველხარისხოვანი ნერგის  გამოსავლიანობა და მუდმივ ადგილზე დარგვისას გახარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს ჰუმინური, ორგანო–მინერალური სასუქის – „ჯეოჰუმატის“ (მარკა „ა“, თხევადი, 12%–იანი) გამოყენებით,  რომელსაც გაააჩნია  ზრდის სტიმულატორის და ანტისტრესანტის თვისებები. კერძოდ, აღნიშნული პრეპარატით ვაზის კალმების და ნერგების დამუშავება 0.1 – 0.5 %–იანი სამუშაო ხსნარით. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კალმების და ნერგების სიცოცხლისუნარიანობას, ფესვწარმოქმნას, ზდის ენერგიას  და სხვა მაჩვენებლებს.

 

ვაზის გაშენება

ახალი ვენახის გაშენება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა და იგი ნიადაგის შერჩევით იწყება. პირველ რიგში უნდა გამოიყოს მიწის შესაფერისი ფართობი.   გათვალისწინებული უნდა იქნეს რელიეფი, მიკროკლიმატი, გრუნტის წყლების სიახლოვე და სხვა.

ზოგჯერ ახალი ფართობების ათვისებისას, აუცილებელია კულტტექნიკური და მელიორაციული ღონისძიებების ჩატარება.

სავენახედ გამოყოფილ ფართობზე, როგორც წესი წინასწარი სამუშაოების შესრულების შემდეგ, ვაზის დარგვამდე 3–4 თვით ადრე უნდა მომზადდეს ღმა (50–70 სმ სიღრმის)  პლანტაჟი. ნიადაგის ღრმად დამუშავება უნდა შეუფარდდეს დედა ქანების თვისებებს და სიღრმეს, რელიეფს, გრუნტის წყლის სიახლოვეს და სხვა ფაქტორებს.  ვაზის დარგვამდე 3–4 თვით ადრე  მომზადებული პლანტაჟი „მწიფდება“ „ჯდება“ მასში აქტიურდება მიკრობიოლოგიური პროცესები და დიდი რაოდენობით   გროვდება ტენი.   ყოველივე ეს ხელს უწყობს  ახალგაზრდა ვაზის ფესვთა სისტემისა და მიწისზედა ორგანოების ინტენსიურ ზრდას.

სავენახედ გათვალისწინებულ ფართობზე უნდა ითესებოდეს  ისეთი კულტურა, რომელიც ადრე შემოდის, ამით ნაკვეთი დროულად განთავისუფლდება და არ დაირღვევა პლანტაჟის ჩატარების აგროტექნიკური წესი და კალენდარული ვადა.

ვაზის დარგვამდე ნიადაგი უნდა მოსწორდეს და თუ საჭიროა გადაიხნას 10–15 სმ სიღრმეზე, ამის შემდეგ ნაკვეთს ასწორებენ ფარცხით და იწყებენ დაგეგმარებას.

ვაზის დარგვის მრავალი წესი არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია: ჰიდრიბურით, პალოთი, ორმოში და სხვა. უპირატესობა ვაზის ორმოში დარგვას ენიჭება.

კვების არე, ანუ ვაზის დარგვის სიხშირე ცალკეულ მევენახეობის რაიონში განსხვავებულია, რასაც ძირითადად ჯიშის თავისებურებები, გარემო პირობები და აგროტექნიკის დონე განსაზღვრავს.

იმ ნავეთებზე, სადაც მექანიზაციის გატარება შეუძლებელია, ამავე დროს ნიადაგი საშუალო ნაყოფიერებისაა ვაზი უმჯობესია გაშენდეს 1.5 X 1.25 მ კვების არეზე, ნოყიერ ნიადაგებზ კი 1.5 X 1.5 მ კვების არეზე.

შედარებით მწირ ნიადაგებზე, სადაც შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენება, ვაზი უნდა დავრგოთ მწკრივთაშორის ორი მეტრის დაშორებით და მწკრივში მცენარეთა შორის კი 1.25 მ კვების არეზე, ხოლო ღრმა, ნოყიერ ნიადაგებზე 2 X 1,5 მ და 2 X 2 მ კვების არეზე.

ვაზის დარგვა შეიძლება ვაწარმოოთ როფორც შემოდგომაზე ისე ადრე გაზაფხულზე, უპირატესობა შემოდგომაზე დარგულ ნერგს ენიჭება,  რადგანაც ის უკეთესი ზრდა–განვითარებით და გახარების მეტი  პროცენტით ხასიათდება.

ვაზის სტანდარტული ნერგის სიგრძე არ უნდა იყოს 30სმ–ზე ნაკლები და მისი ორმოში დარგვისას ფესვთა სისტემა 20–25 სმ–ზე მაღლა არ უნდა მოექცეს, რომ არ დაზიანდეს ნიადაგის დამუშავების დროს და გაზაფხულის გვალვების შემდეგ.

ვენახის გაშენება, როგორც ცნობილია  წარმოებს დაფესვიანებული ნერგით. დარგვის წინ ნამყენს ჭრილობის განახლების მიზნით ფესვის მცირე ნაწილი უნდა შევკვეცოთ. მიზანშეწონილია ვაზის დაფესვიანებული ნერგის ფესვთა სისტემა 10–12 საათის განმავლობაში ჩავალბოთ ჯეოჰუმატის 0.1–0.5 %–იან ხსნარში, რომელიც აძლიერებს ფესვების ზრდას,შეწოვის უნარს და საერთოდ აუმჯობესებს ვაზის ახლადდარგული ნერგების გამძლეობას არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.

როგორც წესი, ვაზის დასარგავად გამზადებული ორმოს სიღრმე 8–10 სმ–ით უნდა აღემატებოდეს  ნერგის სიგრძეს, სიგანე კი 30–35 სმ უნდა იყოს. თითო ორმოზე უნდა ავიღოთ 5–6 კგ გადამწვარი ნაკელი, რომელიც უნდა ავურიოთ ფხვიერ მიწაში და ნაწილი უნდა ჩავყაროთ  ორმოში იმ ანგარიშით, რომ ორმო შეივსოს ნამყენის სიგრძემდე და დაიტკეპნოს. შემდეგ ორმოში  3–4 სმ  სისქეზე იყრება სუფთა ფხვიერი მიწა და ირგვება ვაზი, რიმელსაც ფესვზე ეყრება ჯერ სუფთა ფხვიერი მიწა 3–4 სმ სისქეზე და შემდეგ  კი ორმო ივსება ნაკელნარევი მიწით და თანდათანობით იტკეპნება.  ამ ეტაპზე ნერგის ფესვის  ყელის მიმდებარე მონაკვეთზე შეიძლება შევიტანოთ ბაქტერიული, ორგანო–მინერალური სასუქი „ბაქტოფერტი“ 20–25  გ   ოდენობით შემდგომში ჩათოხნით. აღნიშნული სასუქი აჩქარებს სასიცოცხლო ფიზიოლოგიურ პროცესებს  ახლადარგულ მცენარეში , ხოლო ბიოეკოლოგიურს ნიადაგში, რაც ვაზის ნერგის  სწრაფ განვითარებას და ფორმირებას უზრუნველყოფს.

 

მსხმოიარე ვაზის მოვლა

მსხმოიარე ვაზის ნარგაობებზე, სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, აგროწესების შესაბამისად ტარდება მწკრივთაშორისების დამუშავება, მინერალური და ორგანული სასუქებით გამოკვება, სარეველებთან და მავნებელ–დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის მორწყვა საჭირობის შემთხვევაში და სხვა. მწკრივთაშორისების დამუშავება ხელს უწყობს ნიადაგში სითბოს, ტენისა და ჰაერის რეჟიმის გაუმჯობესებას, ასევე  ქიმიურ–ბიოლოგიური  პროცესების უკეთ მიმდინარეობას.  როგორც წესი ნიადაგის ძირითადი დამუშავება (მოხვნა) ტარდება გვიან შემოდგომაზე, მცენარის ვეგეტაციის დასრულების შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე.  ვეგეტაციის მიმდინარეობისას კი 2–3 ჯერ ტარდება ვაზის მწკრივთაშორისებში ნიადაგის გაფხვიერება. აღნიშნული ღონისძიებების   დროული, თანმიმდევრული და ხარისხიანი  ჩატარება მნიშვნელოვანწილად ზღუდავს  სარეველების ზრდა–განვითარებას.  აუცილებლობის შემთხვევაში კი შესაძლებელია მწკრივთაშორისებში აღმონაცენი მასის მოთიბვა და მისი მულჩის სახით  დატოვება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას, მიკროორგანიზმების გააქტიურებას და ნიადაგის უზრუნველყოფას ორგანული მასით.

აგროტექნუკური ღონისძიებების ამგვარი წარმათვის მიზანი არის ის, რომ ვაზის მწკრივთაშორისებში არ გამოვიყენოთ ჰერბიციდები (სარეველების გასანადგურებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები), რასაც დღევადნელ ეტაპზე ვაზის მოვლა –მოყვანის  ბიორაციონალურ სისტემაში  დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავიდან ავიცილებთ ნიადაგის და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ქიმიური ჰერბიციდებით  დაბინძურების საფრთხეს, შევინარჩუნებთ ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც ბუნებრივად ზღუდავენ მცენარეთა მავნე ორგანიზმების განვითარებას.

 

       ვაზის განოყიერება. მსხმოიარე ვაზი ძალიან მომთხოვნია სასუქების მიმართ .  მათი შეტანის დოზები ყოველთვის განსხვავებულია, ჯიშის თავისებურებიდან და ზონის ნიადაგობრივ–კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

მაკრო ელემენტებიდან ვაზი უფრო ადვილად ითვისებს აზოტს  და კალიუმს, შედარებით ნაკლებად ფოსფორს.  როგორც წესი ორგანული სასუქები (გადამწვარი ნაკელი, ტორფი, სხვადასხვა სახის კომპოსტები და სხვა)  შეიტანება ოთხ წელიწადში ერთხელ  50 ტ/ჰა ოდენობით, ხოლო აზოტოვანი სასუქი ყოველ წლიურად 50–80 კგ/ჰა, კალიუმიანი 50–100 კგ/ჰა  და ფოსფორიანი 30–60 კგ/ჰა. ამასთან ორგანული და ფოსფოროვან–კალიუმიანი სასუქები შეიტანება ნიადაგის ღრმა დამუშავების (მოხვნის)  წინ, რათა შემდგომში მოხვდეს მათი ნიადაგში ჩახვნა. აზოტოვანი სასუქი კი შეიტანება დიფერენცირებულად. საჭირო დოზის 60% ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებისას და დარჩენილი 40% ყვავილობის დამთავრებისას და ნაყოფის გამონასკვის შემდეგ. აღნიშნული მინერალური სასუქების გამოყენება როგროც ვაზის კულტურაზე, ისე სხვა სასოფლო–სამეურნეო მცენარეებზე არ არის უსაფრთხო და მთელ რიგ გვერდით მოვლენებთან არის დაკავშირებული, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ისე ეკოლოგიური გარემოსათვის.

ორგანულ სასუქებში დიდი რაოდენობითაა მძიმე მეტალები. მაგ. ნაკელში (მგ/კგ მშრალ ნივთიერებაზე): მაგნიუმი – 354; სპილენძი – 22; თუთია – 566; ტყვია – 27; ნიკელი – 31; კადმიუმი – 0,4;  რკინა –406.

თხევადი ნაკელი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, ამის გამო არსებობს მცენარეთა დაავადებების ინფექციის გავრცელების წყარო. დიდი რაოდენობით გროვდება მეტალები ტორფშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ვაზის კულტურის გასანოყიერებლად გამოყენებულ ორგანულ სასუქებს შეუძლიათ გამოიწვიონ გარემოს დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკანტებით და შექმნან მცენარეთა დაავადებების გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობები.

აზოტოვანი სასუქების ხანრგძლივად და რეგლამენტის დარღვევით გამოყენებას თან ახლავს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები, კერძოდ მცენარეში ჭარბი რაოდენობით გროვდება ნიტრატული აზოტი, რაც იწვევს ადამიანისა და ცხოველის სხვადასხვა დაავადებას. ასევე ხდება აზოტის  გამორეცხვა ნიადაგში, რაც  შეიძლება გახდეს მიზეზი სასმელი და გრუნტის წყლის დაბინძურების.  ნაწილი აზოტისა ქროლდება აზოტის ჟანგეულების და ამონიაკის სახით,  რის გამოც ბინძურდება ატმოსფერო.  გარდა ამისა, როგოროც ცნობილია, აზოტოვანი სასუქები შეიცავენ მძიმე მეტალებს, მათ შორის: (მგ/კგ) სპილენძს – 14, თუთიას – 50, ტყვიას – 7, რკინას – 25, ნიკელს – 8, მანგანუმს –2, კადმიუმს  – 0.25.

ფოსფორიანი სასუქები შეიცავენ მრავალ ტოქსიკურ ნივთიერებას, რაც იწვევს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და გარემოს დაბინძურებას. ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგანაც  შეიცავს ისეთ მძიმე მეტალებს როგორიცაა: (მგ/კგ) მანგანუმი –172.5, ნიკელი –20.8,  ტყვია – 14.5, კადმიუმი – 0.23, ქრომი  – 6.5, სპილენძი –2.5, თუთია – 42.8.

კალიუმიანი სასუქების უმრავლესობა დიდი რაოდენობით შეიცავს ქლორს, რაც აბინძურებს გრუნტის წყლებს.  რის გამოც მათი გამოყენებისას ნიადაგში ირღვევა მაგნიუმის, ნატრიუმის და კალიუმის ბალანსი, რაც იწვევს უარყოფით  შედეგების. კალიუმიან სასუქებში საგრძნობლადაა მძიმე მეტალებიც, მაგ. თუთიის შემცველობა მასში შეადგენს  0.7 მგ–დან 100 მგ–მდე  ერთ კილოგრამში.

ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ვაზის მოვლა–მოყვანისას ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება დადგენილი ნორმებისა  და ვადების მიხედვით,  როგორც დადებით ისე მთელ რიგ უარყოფით ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

ვაზის კულტივირებისას ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და ორგანულ–მინერალური პოტენციალის დეფიციტის შევსების მიზნით, სოფლის მეურნეობის წამყვანი სამეცნიერო–კვლვევითი ინსტიტუბის მიერ რეკომენდებულია გამოვიყენოთ შპს „ჯეოფერტის“ მიერ შემუშავებული,  ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბაქტერიული, ორგანო–მინერალური სასუქი  მიკროელემენტებით „ბაქტოფერტი“,  რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ცეოლითის  საფუძველზე და განკუთვნილია ნებისმიერი  ნიადაგურ–კლიმატური პირობებისა და სასოფლო–სამეურნეო კულტურებისათვის.

სასუქ „ბაქტოფერტისათვის“ დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი თვისებები:

  1. ენერგეტიკული – ნიადაგში მცენარეთა საკვები ელემენტების დაგროვება, მობილიზაცია და დოზირება.
  2. ფიზიოლოგიური – ყველა სახის სასოფლო–სამეუნეო კულტურაზე ვეგეტაციისა და სიმწიფის დაჩქარება, ნიადაგში მიკროორგანიზმების გამრავლება და მათი მოქმედების სტიმულირება, ჰუმუსის მატება.
  3. დაცვითი – მცენარეთა და სასარგებლო მიკროორგანიზმების დაცვა მავნე ნივთიერებების ზეგავლენისაგან, მცენარეთა გამძლეობის ამაღლება არახელსაყრელი კლიმატური ფაქტორებისადმი.
  4. სტრუქტურული – ნიადაგის სტრუქტურის, ფიზიკური თვისებების, წყლისა და ჰაერის ბალანსის მოწესრიგება.
  5. ეკოლოგიური – ნიადაგის, ნიადაგის წყლების და ატმოსფეროს დაბინძურების გამორიცხვა.

„ბაქტოფერტი“ აერთიანებს ორგანული, მინერალური და ბაქტერიული სასუქის ყველა თვისებას, ამიტომ გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, რაც საშუალებას იძლევა ბიორაციონალური ტექნოლოგიით ვაზის მოვლა–მოყვანისას, დღემდე არსებული ორგანულ–მინერალური სასუქების ნაცვლად გამოვიყენოთ ბაქტოფერტი, ვეგეტაციის დაწყებისას  ან მიმდინარეობისას აგროდოზით 400–500 კგ/ჰა. ასევე სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ვაწარმოოთ ვაზის ნარგაობების „ჯეოჰუმატის“ 0.05%–იანი სამუშაო ხსნარით ოთხჯერადი  დამუშავება – 1. კვირტის დაბერვის ფაზაში,  2. ყვავილობის დასაწყისში,   3. მეორე შესხურებიდან 10–15 დღის შემდეგ,  4.  მესამე შესხურებიდან 10–15 დღის შემდეგ. სამუშაო ხსნარის ხარჯი 1000–1200 ლ/ჰა.

 

ვაზის არაინფექციური დაავადებები

მცენარეთა არაინფექციური დაავადებები წარმოადგენენ ინფექციური დაავადებებისაგან არსებითად განსხვავებულ ჯგუფს. როგორც ცნობილია ამ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესის გამომწვევი ორგანიზმი არ არსებობს და ამ პროცესის განვითარების მიზეზს წარმოადგენს გარემოსაბიოტური ფაქტორები.  გარემოს არახელსაყრელმა პირობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დაარღვიოს მცნარის ესა თუ ის სასიცოცხლო ფუნქცია, ზეგავლენა მოახდინოს მის მორგოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, არსებითად შეცვალოს ცხოველმყოფელობის პროცესი ე.ი. გამოიწვიოს პათოლოგია.

არაინფექციური დაავადებების განვითარების შედეგად, როგორც ინფექციურის შემთხვევაში ხდება მისი მოსავლის შემცირება და მისი ხარისხის გაუარესება. არაინფექციური პათოლოგიური პროცესის უარყოფითი მხარე არის ასევე, მცენარის სხვადასხვა ხარისხით დასუსტება, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში მცირდება მისი გამძლეობა პათოგეების მიმართ.  ე.ი. არაინფექციურ დაავადებასა და მის შემდეგ განვითარებულ ინფექციურს შორის გარკვეული კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, რაც იმაში მდგომარეობს რომ არაინფექციური დაავადებები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან ინფექციური დაავადებების განვითარებისათვის.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ პერიოდში დედამიწაზე გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მცენარეთა მავნებელ–დაავადებების გავრცელება–განვითარებაში მთელი რიგი ცვლილებები აღინიშნება, რომელსაც მანამდე არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. მოიმატა არაინფექციური დაავადებების (აბიოტური ფაქტორებით გამოწვეული) ხვედრითმა წილმამ მათ შორის მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი ე.წ.  „იატროგენული“  დაავადებების თვალსაზრისით, რომელიც გამოწვეულია პესტიციდებით,  იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი გამოყენება რეგლამენტის ფარგლებშია. ასევე პრობლემაა არაინფექციური სხიური დაავადებები (რენტგენის  სხივები, რადიაცია, ალფა, ბეტა, გამა გამოსხივება), ტემპერატურის სიჭარბით გამოწვეული მცენარეთა დაზიანებანი და სხვა.

როგორც აღმოსავლეთი ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაონებში ხშირად შეინიშნება ვაზის ზრდა–განვითარების მკვეთრი შემცირება, ყლორტების ჭკნობა, ნეკროზი, სიდამწვრე და სხვა.

ეს დაზიანებები ინფექციურ დაავადებებით გამოწვეულ სიმპტომებსაც ემსგავსება, მაგრამ ისინი არც პათოგენებით არის გამოწვეული და არც მავნებელთა მოქმედებით. ვაზის კულტურაზე ასეთი დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც გარემო ფაქტორების  არახელსაყრელი პირობებით,  ისე აგროტექნიკურ ღონისძიებათა არასწორი გატარებით. მათი გამოცნობით  შესაძლებლობა იქმნება დროულად გამოვასწოროთ დაზიანებული ვაზის სასიცოცხლო ფუნქციები და მის ზრდა –განვითარებას მივცეთ სასურველი მიმართულება, მაღალი და სტაბილური მოსავლის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ შევეხოთ ვაზის კულტურის არაინფექციური დაზიანების ძირითად სახეებს, რათა შევძლოთ სათანადო ღონისძიების შემუშავება და ჩატარება, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული  დაზიანება.  გაზაფხულის ბოლოს, როდესაც ვაზი სწრაფად იზრდება, ტემპერატურის მკვეთრმა აწევამ შეიძლება გამოიწვიოს ყლორტების  წვეროების მოდუნება და ჭკნობა, ეს მოვლენა წარმოადგენს ფესვთა სისტემის მიერ წყლის შეთვისებისა და ფოთლების მიერ მისი აორთქლების წონასწორობის დარღვევის შედეგს.

ზაფხულის პერიოდში სიცხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს ვაზს: შესაძლებელია ნაყოფის გამონაკსვიდან ყურძნის დამწიფებამდე ცალკეული მარცვლის და მთელი მტევნის დაჭკნობა და გახმობა.  ზოგჯერ ზიანდება მხოლოდ უშუალოდ მზეზე მოფიცხებული მტევნები.  დაზიანებული მარცვალი იჭმუჭნება, მოწითალო – ყავისფერი ხდება , ხმება და ცვივა. ამ მოვლენას მზით დამწრობა ანუ არუჯვა ეწოდება.  აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში გაიზარდა ამ სახის დაზიანების ინტენსიობა.

კარგი გასხვლით, ნორმირებული რწყვით, მწვანე ოპერაციებისა და სხვა აგროღონისძიებათა დროულად და ხარისხიანად გატარებით შესაძლებელია რამდენადმე შემცირდეს მაღალი ტემპერატურისა და მზის სხივების უშუალო მოქმედების უარყოფითი გავლენა ვაზის მცენარეზე.

გვალვით გამოწვეული დაზიანება.  ვაზი შედარებით გვალვაგამძლე მცენარეა და შეიძლება იხაროს ნიადაგში ტენის მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც, მაგრამ ყველაზე მაღალი მოსავალი მაინც იმ სარწყავი ვენახებიდან მიიღება, სადაც უზრუნველყოფილია წყლით მთელი ვეგეტაციის მანძილზე.

ზაფხულში გვალვების გამო ფოთლის კიდეებზე შეიმჩნევა წყვეტილი სიყვითლე, გაძლიერების შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა სიდიდის ყვითელი არშია. შემდგომ ფოთლის კიდეებიც ზიანდება და ზოგ შემთხვევაში ხმება კიდეც.

გვალვიან ზაფხულში მშრალ ნიადაგზე მტევანი ბოლოდან იწყებს ჭკნობას და მარცვალი, რომელიც პირველად დაზიანდება მთლიანად ხმება. ეს მოვლენა უმეტეს წილად გამოწვეულია მზის სხივების უშუალო მოქმედებით სიმწიფის დასაწყისში.

აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ვაზის მწკრივთაშორისების ხშირი კულტივაცია და სარეველა მცნეარეების მოსპობა. პერიოდული ღრმა გაფხვიერებით უნდა უზრუნველვყოთ დიანაგის ღრმა ფენებში ტენის დაგროვება–შენარჩუნება.

        ყინვისაგან გამოწვეული დაზიანება. ყინვისაგან ვაზი შეიძლება დაზიანდეს როგორც ზამთრის   პერიოდში , ისე ადრე გაზაფხულსა და შემდგომაზე. დაზიანების ხასიათისა და დროის მიხედვით გამოირჩევა სამი შემთხვევა:

  1. ახლადგაღვიძებული კვირტებისა და ნორჩი ყლორტების დაზიანება წაყინვით – ადრე გაზაფხულზე;
  2. ფოთლებისა და იშვიათად ყურძნის დაზიანება შემოდგომის წაყინვებით;
  3. დაზიანება ზამთრის ძლიერი ყინვებით.

ნიადაგში სხვადასხვა ელემენტების ნაკლებობით და სიჭარბით გამოწვეული დაზიანებანი.   ვაზი კარგადა ეგუება სხვადასხვა ნიადაგურ პირობებს და სხვა კულტურებთან შედარებით ნაკელბად მომთხოვნია საკვებ ნივთიერებათა მიმართ, მიუხედავად ამისა ნიადაგში რომელიმე ელემენტის სიჭარბემ ან ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ვაზის სხვადასხვა სახის დაზიანება.

ქლოროზი წარმოადგენს ვაზის მცენარეთა ისეთ დაავადებას, რომელიც ხასიათდება ფოთლების და ცალეკული ორგონოების სრული ან ნაწილობრივი გაყვითლებით.  მკვეთრად გამოხატული ქლოროზის პირობებში მცენარე სრულად კარგავს მწვანე ფერს, რაც  ქლოროფილის უკამრისობასთან არის დაკავშირებული.  ქლოროზით დაავადებული ვაზის მოსავალი ძლიერ მცირდება.    ძლიერ დაავადებული ვაზი კნინდება და რამდენიმე წელიწადში მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. არჩევენ ორი სახის ქლოროზს – ფუნქციონალურს და ინფექციურს.    ფუნქციონალური ქლოროზი არაინფექციური დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნიადაგის ფიზიკური და მექანიკური თვისებებით, მასში საკვები ელეემნტების ნაკლებობით ან სიჭარბით, ასევე მათი თანაფარდობის დარღვევით და სხვა ფაქტორებით.

მევენახეობსი რაიონებში ქლოროზის წინააღმდეგ ტარდება სხვადასხვა სახის აგროტექნიკური ღონისძიებები.  მათ შორის ქლოროზიანი ვაზის წამლობა მიკროელემენტებით, ასევე ორგანულ–მინერალური ანტიქლოროზული პრეპარატის –  ხელატის გამოყენებით.      1 ლიტრ პრეპარატს აზავებენ 30–40 ლიტრ წყალში და წამლობას ტარდება ვაზის სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაშ 3–4ჯერ.    პრაქტიკაში ქლოროზის წინააღდმეგ მიმართავენ ასევე ვენახის მწკრივთაშორისებში იონჯისადა სხვა პარკოსანი კულტრების თესვას,  რადგანაც ისინი ხელს უწყობენ ვაზის მინერალური კვების გაუმჯობესებას და ა.შ.

ვაზის ნარგაობაზე შეინიშნება ასევე ისეთი არაინფექციური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია მიკრო და მაკრო ელემენტების ნაკლებობით ან სიჭარბით.

        აზოტი აუცილებელი და ერთ–ერთი მთავარი საკვები ელემენტია ვაზისთვის. მისი ნაკლებობის  დროს ვაზის ყლორტები სუსტდება, მუხლთაშორისები მოკლდება, ფოთის ფართი მცირდბა, ფოთოლი თანდათანობით ყვითლდება და ნაადრევად ცვივა. სუსტ ზრდასთან ერთად   მსხმოიარობა მცირდება, მნიშვნელოვნად ეცემა ყურძნისა და ღვინის ხარისხი.

        ფოსფორის სიმცირისას სუსტდება ვაზის სართო განვითარება, ფოთლები ყავისფერი ხდება,  წარმოიქმნება წითელი ლაქები, ნაპირები იგრიხება, ფერხდება ყვავილობა, მცირდება ნაყოფიანობა, ეცემა მსხმოიარობა და მიღებული პროდუქციის ხარისხი.

კალიუმის ნაკლებობის დროს ვაზი მოკლე მუხლთაშორისებით  ხასიათდება,  ივითარებს მრავალ წვრილ ნაზარდს, ფოთლის წვეროები ბრინჯაოს ფერს იღებს, ვაზი კარგავს მავნე ორგანიზმების მიმართ გამძლეობის უნარს, მათ შორის ჭრაქის მიმართ,  მნიშვნელოვნად ეცემა მისი ყინვაგამძლეობა. აღნიშნული უარყოფითი ფაქტორების მიმართ გამძლეობა   მნიშვნელოვნად მაღლდება „ჯეოჰუმატის“ სამუშაო ხსნარით ვაზის მცენარის დამუშავებისას .

ვაზის კულტურისათვის საზიანოა ასევე ნიადაგში საკვები ელემენტების სიჭარბეც. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აზოტს, რადგანაც მისი სიჭარბის პირობებში ვაზი ძლიერ იზრდბა, მუხლთაშორისი მანძილები გრძელდება, ფოთლები დიდი ზომისაა, ნაყოფი ნაკლებად ვითარდება, ყურძენი გვიან  მწიფდება და დაბალხარისხიანია.    ასეთი ვაზი ადვილდ ავადდება არაინფექციური და ინფექციური დაავადებებით და დაბალი ყინვაგამძლეობით ხასიათდება.

მაგნიუმის უკმარისობა იწვევს ქლოროზის დამახასიათებელ ნიშნებს. ფოთლებზე ჩნდება მოყავისფრო ლაქები.  დაზიანებული ფოთლის მთავარი ძარღვები ინარჩუნებს თავის შეფერვას, ძარღვთაშორისები კი მკრთალი ყვითელი შეფერვისაა.   მაგნიუმის უკმარისობა უპირატესად აღინიშნება ქვიშნარ ნიადაგებზე.

        რკინას ვაზის სასიცოცხლო პროცესებისათვის დიდი მნიშნველობა აქვს, იგი საჭიროა ქლოროფილის სინთეზისათვის.  რკინა ნიადაგში საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მცენარეში რკინის ნაკლებობა შეინიშნება , რაც გამოწვეულია არა საერთოდ ნიადაგში რკინის ნაკლებობით, არამედ ვაზისათვის შესათვისებადი ფორმით რკინის ნაკლებობით.

        ბორის უკმარისობის ნიშნები ძირითადად ყლორტების ზედა ფოთლებზე შეიმჩნევა.  აზალგაზრდა ფოთლები  გაფერმკრთალებულია,  ხნიერ ფოთლებზე კი ჩნდება  წითელი ან ყვითელი ლაქები, ზოგჯერ ფოთლები დეფორმირდება, ზირითადად ყლორტის წვეროები იწყებს კვდომას და დიდი რაოდენობით ვითარდება ნამხრევები.   გამონასკული მარცვალი ძლიერ ცვენას იწყებს შუა ზაფხულში.

ნიადაგში ბორის ნაკლებობის შევსება შესაძლებელია, მაგრამ მაღალი დოზების გამოყენება დაუშვებელია.

თუთია წარმოადგენს ვაზის მცენარისათვის ერთ–ერთი საკვებ მიკროელემენტს. თუთიის ნაკლებობა იწვევს აუქსინების უკმარისობას, რასაც მოსდევს ყლორტების სუსტი ზრდა, თხელმტევნიანობა და წვრილმარცვლიანობა, ვითარდება პატარა ზომის ფოთლები, თუთიის ნაკლებობა ვლინდება ზაფხულის დასაწყისში ჯერ ზიანდება ძირითადი ყლორტის და ნამხრის ზედა ნაწილი , შემდეგ კი ფოთლებზე ჩნდება ქლოროტული ლაქები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდიანრე შეიძლება ითქვას, რომ ვაზის კულტურის  არაინფექციური დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს არახელსაყრელმა ნიადაგობრივ – კლიმატურმა პირობებმა,   ნიადაგში მაკრო და მიკრო ელემენტების სიჭარბემ და ნაკლებობამ   და სხვა აბიოტურმა ფაქტორებმა, რომლებიც სხვადასხვა  ხარისხით ამცირებენ მცენარის ნორმალური სასიცოცხლო–ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობას, ზრდა–განვითარებას და მოსავლიანობას.     ასეთ სიტუაციაში ვაზის მცენარის არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ გამძლეობის ასამაღლებად და მოსავლიანობის გასაზრდელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჰუმინური, ორგანო–მინერალური  სასუქის   „ჯეოჰუმატის“ გამოყენება, რომელსაც გააჩნია ზრდის სტიმულატორის და  ანტისტრესანტის თვისებები. ის  დადებითად მოქმედებს იმ მცენარეებზე, რომლებიც აბიოტური ფაქტორებიდან გამომდინარე მოხვდნენ არახელსაყრელ გარემო პირობებში ( გვალვა, წაყინვები, მაღალი ტემპერატურა, ნიადაგში საკვები ელემენტების ნაკლებობა,  პესტიციდების ჭარბი რაოდენობა, ჟანგბადით შიმშილი და სხვა).   ასეთ ექსტრემალურ პირობებში მცენარეში ფერხდება სასიცოცხლო ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა, ხოლო ჯეოჰუმატში შემავალი ჰუმინური მჟავეები ეწინააღმდეგებიან მას.   ამასთანავე უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, წყლოვან–ჰაეროვანი და თბური რეჟიმი, ჩქარდება ჰუმიფიკაციის ბუნებრივი პროცესები და ნიადაგი მდიდრდება ჰუმუსით.  უზრუნველყოფილია მაკრო და მიკრო ელემენტებით ვაზის მცენარის ეფექტური კვება.

სავეგეტაციო პერიოდის მიმდინარეობისას ვაზის მცენარის „ჯეოჰუმატის“ 0.05%–იანი სამუაო ხსნარით 3–4 ჯერადი  შესხურება შეიძლება ჩატარდეს მარტიდან (ვეგეტაციის დაწყებიდან), ვაზის განვითარების ფენოფაზებთან დაკავშირებით,  10–15 დღის ინტერვალით.  სამუშაო ხსნარის ხარჯი შეადგენს 1000–1200 ლ/ჰა.

 

ვაზის მავნებელ–დაავადებანი. ვაზის კულტურის დაცვა მავნებელ–დაავადებებისაგან, მისი მოვლა მოყვანის ტექნოლოგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, სწორედ მასზეა მნიშვნელოვაწილად დამოკიდებული   უხვი, სტაბილური და ხარისხიანი მოსავლის მიღება.

საქართველოში ვაზის უფრო მეტად გავრცელებული დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლზე, ანთრაქნოზი, ბაქტერიული კიბო.  მავნებლებიდან მნიშვნელოვანია: ფესვის და ფოთლის ფილოქსერა,   მარმარილოს ღრაჭა,  ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა,  კვირტის და ყურძნის ჭია,  ფოთლის აბლაბუდისებრი ტკიპა, ვაზის მეგალე ტკიპა და სხვა.

ვაზის ჭრაქი – Plasmopara viticola Berl. & Toni.  ის აზიანებს მცენარის მიწისზედა ორგანოებს. ფოთლებზე ჭრაქის პირველი ნიშნები დაახლოებით  მაისის მეორე ნახევრიდან ჩნდება  – დასაწყისში მოკრიალო–მოყვითალო, საკმაოდ დიდი ლაქებია. ეს ლაქა შემდეგში ხმება და ქვედა მხრიდან,  გამხმარ ნაწილზე, კარგად შესამჩნევი თეთრი ფიფქი უვითარდება, რომელიც დაავადების გამომწვევის  სპორიანობას წარმოადგენს. დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა. ავადმყოფობის განვითარების ხელსაყრელი პირობების დროს (ოპტიმალური ტემპერატურა და ტენიანობა) ავადდებიან მწვანე ყლორტები, ულვაშები,  მტევნები,  დაავადებული მარცვლები მუქდება, ხოლო ყურძნის ირგვლივ იისფერი არშია წარმოიქმნება.

 

 

 

 

 

 

 

 

ვაზის ნაცარი  – Uncinula necator (Schw) Burrrill. 

ვითარდება მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში და აზიანებს მწვანე ორგანოებს.  ფოთლის ზედა მხარეზე წარმოიქმნება, ადვილად მოსაცილებელი   ფიფქი,  რომელიც გადაედება ქვედა მხარეს,  ყუნწსა და მტევანს.  გარკვეული დროის შემდეგ ფოთლებზე  მკვდარი ქსოვილის მუქი უბნები წარმოიქმნება,  მარცვლებზე ვითარდება მკვირივი ნაცრისფერი ფიფქი. დაავადების ადრეულ ფაზაში მარცვლლები წყვეტენ ზრდას, ხმებიან, მაგრამ მათი ცვენა არ ხდება. უფრო გვიან გამოვლენის დროს მარცვლები სკდება, რის გამოც მათზე სხვადასხვა სახეობის საპროტროფი მიროორგანიზმები სახლდებიან.

 

ვაზის ანთრაქნოზი  –  Cloeosporium ampelophagum (Pass) Sacc.

ავადდება ყველა მიწისზედა ორგანო. ფოთლებზე წარმოიქმნება სხვადასხვა  ზომის და ფორმის ნაცრისფერი ლაქები, მოწითალო–რუხი ფერის არშიით.   დაზიანებული ქსოვილები იშლება და ცვივა, ფოთლები განიცდიან დაფაცხავებას.  ლაქები ფორმირდება აგრეთვე ფოთლის ძარღვებზეც,   ეს  კი არღვევს გამტარი სისტემის ფუნქციონირებას.    დაავადებული ფოთოლი  ხმება და იწყებს ცვენას. ყვავილედის დაზიანების შემთხვევაში მომრგვალო შავი ლაქები წარმოიქმნება.  ყვავილები და ნასკვები მუქდება და ცვივა. მარცვლებზე არშიის მქონე იისფერი მრგვალი ლაქები ჩნდება .   შემდგომ პერიოდში მარცვლები დეფორმირდება, ხმება, მაგრამ მტევნიდან არ ცვივა. ყლორტებზე ლაქები გრძივია, ჩაზნექილი, შავი ფერის.  ყლორტების წვეროები ხმება და ნახშირდება .

 

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე – Botrytis cinerea Pers F. vitis Kleh.

ის მარცვალს აზიანებს სიმწიფის პერიოდში. ნაცრისფერი სიდამპლე ინტენსიურად ვრცელდება მაშინ, როდესაც  ზაფხულის ხანრგძლივ გვალვას ჭარბი ნალექები მოყვება, რაც მცენარის წვენის აქტიურ  მოძრაობას იწვევს, ამის გამო ადგილი აქვს მარცვლების დასკდომას, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეორადი ინფექციების განვითარებისათვის.  დაავადებული მარცვლები მუქდება, რბილდება და ნაცრისფერი ბუსუსოვანი ფიფქით იფარება,  რომელიც ამ  დაავადების გამომწვევის მიცელიუმსს და კონიდიალურ სპორიანობას წარმოადგენს.  პათოლოგიური პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, მტევნები რამდენიმე დღეში ლპება.

ყურძნის თეთრი სიდამპლე – Coniothyrium diplodiela (Speg) Sacc.  ის უპირატესად მწვანე ყურძენსა და რქას აავადებს. დაავადების დასაწყისში მარცვლები ყავისფერი ხდება, გათუთქულს მოგვაგონებს, შემდგომში კი დამპალი მარცვლის ზედაპირზე ვითარდება თეთრი ან მონაცისფრო წერტილები, რის გამოც ამ დაავადებას თეთრ სიდამპლეს უწოდებენ. თეთრი წერტილები დაავადების გამომწვევი სოკოს  ნაყოფსხეულებია, რომელშიც მრავალი სპორა ვითარდება და შემდეგ ლორწოვანი მასის სახით გამოიყოფა,   ეს უკანასკნელი წვიმის წვეთებში იხსნება და საღი მარცვლის ან სხვა ორგანოების დაავადებას იწვევს.   თუ ვენახი დაისეტყვა, თეთრი სიდამპლე უფრო მეტი ინტესიობით მოედება მტევნებს. ეს იმით აიხსნება, რომ სეტყვა მექანიკურად აზიანებს ვაზის ორგანოებს, სოკო კი ადვილად სახლდება მექანიკურად დაზიანებულ ქსოვილზე და ალპობს მას.

ვაზის ბაქტერიული კიბო – Agrobacterium radiobacter pv. Tumetaciens (Sm & Townsend) Cohn.  ამ დაავადების დამახასიათებელი სიმპტომია – ფესვებზე,  ფესვის ყელზე და მცენარის მიწისზედა ნაწილზე ხორკლიანი,  მარცვლოვანი სტრუქტურის სიმსივნის განვითარება.  თავდაპირველად სიმსივნე ( კიბოსებრი წარმონაქმნი)  ღია ყვითელია და რბილი, შემდგომში მუქდება, ხდება მკვირივი და იშლება. აღნიშნულ კულტურაზე შეინიშნება სიმსივნის ორი სახე :   1. ლოკალური, როდესაც სიმსივნე მოიცავს მცენარის ერთ ადგილს   2. დიფუზიური, რომელიც მოიცავს ღეროს დიდ ნაწილს. ამ დაავადების ლოკალური ფორმა ხშირად მჟღავნდება ახალგაზრდა მცენარეების ფესვის ყელზე, ბრმა კვირტებზე და ახალგაზრდა ნაზარდებზეც კი.  დიფუზიური ფორმა უპირატესად მჟღავნდება,  მექანიკურად დაზიანებულ ადგილებზე და ბზარებზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით და სხვა აბიოტური ფაქტორებით.

აღნიშნულ ბაქტერიას გააჩნია ბევრი შტამი,   რომლებიც ასენიანებებ ორლებნიანი და ერთლებნიანი მცენარეების ფართე წრეს.

ვაზის ბაქტერიული კიბოს გამომწვევი ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს   და ვითარდება საპროტროფულად მცენარის ქსილემაში, პროგრესირდება მცენარის ვეგეტაციის განახლებისას. ნიადაგში მცენარეული ნარჩენების არსებობის  შემთხვევაში ცხოველმყოფელობის შენარჩუნება შეუძლია 2 წლის განმავლობაში. მცენარის პირველადი      დასენიანება ხდება მიკროჭრილობების ადგილას, რომელიც  შეიძლება  წარმოიშვას ნიადაგის დამუშავებისას, მავნე  მწერების   ზემოქმედებით, ყინვების შედეგად და სხვა ფაქტორების გავლენით.

დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები დგება გაზაფხულზე, თბილი და ტენიანი  ამინობრივი პირობების დროს.

ვაზის ფილოქსერა –Viteus vitifolii Fitch.  ის თანაბარფრთოსანთა რაზმში შედის. წუწნით აზიანებს ვაზის ფესვებსა და ფოთლებს.  ფესვები უზიანდება ევროპულ ვაზს, ფოთლები კი ამერიკულის.   ვაზის ახალგაზრდა ფესვებზე  დაზიანების შედეგად წარმოიქმნება ნისკარტისებრი გამსხვილება, რომელსაც ნოდოზიტეტი ეწოდება, ხოლო ხნიერ ფესვებზე ტუბერების მსგავსი გამსხვილება ე.წ. ტუბეროზიტეტი.

ფოთლების დაზიანების შედეგად წარმოიქმნება გალები  – მეჭეჭები.  არსებობს ფილოქსერას ფოთლისა და ფესვის ფორმები. ზოგიერთი ჯიშის ვაზი უძლებს  დაზიანებას და დიდხანს ცოცხლობს, ასეთებია რქაწითელი, ჩინური, ციცქა, მაგრამ ზოგიერთი მალე იღუპება – საფერავი,  შასლა და სხვა.

ფოთლის ფილოქსერა წელიწადში 8–9 თაობას იძლევა. ფილოქსერას გავცელებაში დიდ როლს არსრულებენ მოხეტიალე მატლები, რომლებიც გადაიტანება ქარის წყალს, ფრინველისა და ადამიანის საშუალებით.

ვაზის ფესვის ფილოქსერას წინააღმდეგ ძირითადად გამოიყენება ფილოქსერაგამძლე, ამერიკული ჯიშების ვაზზე ევროპული ჯიშების დამყნობა. ფოთლის ფორმის ფილოქსერას წინააღმდეგ მიმართავენ ინსექტიციდებით დამუშავებას.

   კვირტის ჭია ანუ ბუკნა – Theresimima ampeloghaga Bayle. გავრცელებულია,  როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქათველოში. აზიანებს, როგორც ევროპულ ისე ამერიკულ ვაზსს.  იკვებება კვირტებითა და ფოთლებით. კერძოდ კვირტს გარედან აზიანებს, შემდეგ კი შიგ შედის. ასეთ კვირტს გარედან წითელი ხვრელი ემჩნევა.  მთლიანი  გამოღრნის შემდეგ გადადის  სხვა კვირტებზე და  იწყებს ხელახალ დაზიანებას. მისი  მასობრივი გამრავლებისას ვენახში 30%–მდე კვირტი ზიანდება.  მავნებელი წელიწადში 1 თაობას იძლევა.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა –  Planococcus citri Risso.   ის   აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგაონოებს: ფოთლებს,  ყლორტებს, მტევანს და შტამბს.   ფოთლებზე ცრუფარიანა ძარღვების გასწვრივ სახლდება, ინტენსიურად წუწნის მტევნის და მარცვლის ყუნწს და თვით მარცვალსაც კი.   დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და ძირს ცვივა.   ცრუფარიანას მიერ გამოყოფილ ექსტრემენტებზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკოების კომპლექსი, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს აშავებს და გადასამუშავებლად უვარგისს ხდის. ცრუფარიანათი დაზიანებული ვაზი, თუ სათანადო დაცვითი ღონისძიებები არ ტარდება,  წლების განმავლობაში ძლიერ  კნინდება  და მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. ცრუფარიანა ზამთრობს სხვადასხვა ხნოვანების ასაკში შტამბზე,   ამსკდარი ქერქის ქვეშ, ფუღუროებში.  გაზაფხულზე იწყებს კვებას, იზრდება და ზრდასრულ ფაზაში შედის.

       ყურძნის ჭია polychrosis Botrana Shiff.   პეპელა პატარა ზომისაა, სიგრძე – 4.5 მმ, სიგანე 10–13 მმ.   ყურძნის ჭიის პირველი თაობა – მატლი ყვავილედს აზიანებს. მას აბლაბუდის თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა ის ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრების შემდეგ მატლი ახალ გამონასკვულ ნაყოფს და კლერტს აზიანებს. რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. ივლისის დასაწყისში მეორე თაობის მატლები ვითარდება, რომლებიც მწვანე მარცვლებით იკვებებიან.  ახალგამოჩეკილი მატლები მარცვლის ზედაპირზე მცირე ნაწილს ღრნიან, მოზრდილი მატლები კი მარცვალში იჭრებიან და მის რბილობს სპობენ.  ძლიერ დაზიანებული მარცვლები ძირს ცვივა,  ხოლო ნაწილობრივ დაზიანებული სიმწიფემდე აღწევს, მაგრამ მათი უმრავლესობა სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებებით იღუპება.

მესამე თაობის მატლები შეთვალებული და მწიფე მარცვლის რბილობით  იკვებება.  ამ თაობის მატლების მიერ სუსტად დაზიანებული მარცვლები წვიმიან ამინდში სიდამპლის გამომწვევი სოკოების განვითარების გამო ლპება, რაც ხელსაყრელ ჰიდროთერმულ პირობებში მოსავლის 40–45 %–ის განადგურებას იწვევს.

ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა – Pოlyphylla olivieri Cast. ის გავრცელებულია  როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.  აზიანებს მრავალ კულტურას, განსაკუთრებული ზიანი მოაქვს ვაზისთვის, უპირატესად ახალგაზრდა ვენახებში. აღნიშნული მავნებლის მატლები ნიადაგში ცხოვრობენ და აზიანებენ როგორც ნორჩ, ისე ძველ ფესვებს. მთავარი ფესვის დაზიანებს შემთხვევაში მცენარე ხმება. ხოჭოების გამოფრენა იწყება ივნისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, ძირითადად საღამოს და დილის საათებში.  შემდეგ ისინი იწყებენ კვერცხის  დებას ნიადაგში. 2–3 კვირაში იჩეკებიან მატლები, რომლებიც ივკებებიან სხვადასხვა სარეველა მცენარის ფესვებით და პირველ წელს ვაზს აღარ აზიანებენ. მარმარა ღრაჭას ერთი თაობის დასრულებას სჭირდება 3–5 წელი

ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა –  Schizotetranychus pruni Ond.  ის ძირითადად აზიანებს ვაზის ფოთლებს, რასაც მოყვება  მათი გაუფერულება და ნაადრევი ცვენა.  გამოზამთრებული ტკიპა გაზაფხულზე ჯერ ახალგაშლილ კვირტებს აზიანებს,   ხოლო შემდეგ –  ფოთლებსა და ყლორეტებს. აღნიშნული მავნებელი პირის მჩხვლეტავ – მწუწნი ორგანოთი  წუწნის წვენს და უჯრედებში ქლოროპლასტებს ანადგურებს.    გაუფერულებული ლაქები  განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივ არის შესამნევი.  ნაწუწნ ადგილებში ფოთოლსა და ყლორტზე მოშავო ყავისფერი ლაქები ჩნდება, დაზიანებული ყლორტები მთლიანად შავდება და იღუპება. მზარდი ფოთლის დაზიანებული ფირფიტა არათანაბარად ვითარდება, იკრუნჩხება და ცვივა. დადგენილია რომ ტკიპებით დაზიანებული ვენახების მოსავლი დაახლოებით  20%–ით მცირდება, ხოლო შაქრიანობა 3%–მდე ეცემა.

ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა – Eriophyes vitis Pgst.  ის საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონშია გავრცელებული. მწერი მცირე ზომისაა, ძირითადად ვაზის კვირტში,  ქერცლის ქვეშ ზამთრობს. მეზამთრეობიდან გამოსვლა კვირტის გაშლის ფაზას ემთხვევა. ამ დროს ის თავსდება ნორჩ ფოთლებზე და იწყებს მათ დაზიანებას.  კვების შედეგად ფოთლის ზედა მხრიდან ჩნდება ამონაბურცები, ხოლო ქვედა მხარეს – შეღუნულ ადგილებში ქეჩის მსგავსი ერთმანეთში გადახლართული ბეწვები.    მასობრივი  გამრავლების პერიოდში ისინი აზიანებენ კვირტებსაც, რის შედეგადაც კვირტი იღუპება, ყლორტები კი სუსტად ვითარდება.  გვალვის შემთხვევაში ძლიერ დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა.  ზაფხულის დასაწყისში ქეჩის მსგავსი ლაქები პირველად ღია ყვითელი, მოთეთრო ფერისაა, ხოლო შემდეგ მურა ფერს იღებს. ტკიპები ფოთლის ქვედა მხარეს, გალებში ცხოვრობენ, ვითარდებიან და წელიწადში  6–7 თაობას იძლევიან.

ჩამოთვლილი მავნებელ – დაავადებებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ინტენსიობით ვითარდებიან,   ვაზის ჭრაქი – Plasmopara viticola Berl. & Toni.  საქართველოში იყო და დღესაც რჩება ვაზის  ყველაზე საშიშ დაავადებად. იგი აავადებს მცენარის ნებისმიერ მწვანე ზედაპირს: ფოთლებს, ყლორტებს, პრწკალებს, ყვავილებს,  ყვავილედს,  მტევნებს. განსაკუთრებით საშიშია ეს დაავადება კოკრების გაფხვიერებიდან ისრიმობამდე.  ეს დაახლოებით 25–30 დღიანი პერიოდი ითვლება ვაზისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდად,   განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ემთხვევა ხშირი წვიმები და მაღალი ფარდობითი ტენიანობა (ხელსაყრელი ჰიდროთერმული პირობები) .

ვაზის ჭრაქის და სხვა მავნებელ–დაავადებების წინააღმდეგ  დაცვითი ღონისძიებების  ჩატარებისას საქართველოში გამოიყენებოდა და გამოიყენება ამჟამადაც აგროტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების ფონზე ქიმიური პესტიციდები, როგორც სისტემური ისე კონტაქტური მოქმედების, კერძოდ: რიდონეტი მც–72 (0.2%), გალიბენი მ–65 (0.2%), სტრობსტარი (0.2%), სპილენძის ქოლორჟანგი (0.4%),   ბორდოს ნარევი (1%), კოსაიდი (0.5%), დომარკი (0.2%), ტოპკონაზოლი (0.4%),  ანტაკი (0.03%),  საფაგორი (0.2%), ალპაკი (0.03%),  კალიფსო (0.02%)  და სხვა. აღნიშნული პრეპარატებით სეზონის განმავლობაში საშუალოდ ხდება  მცენარის 10–14 დამუშავება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ვაზის განვითარების შემდეგ ფენოფაზებთან: კვირტის გაშლა, 4–5 მოზრდილი ფოთლის ფაზა, თანაყვავილედის განვითარება, ყვავილობის დასაწყისი, ყვავილობის დასასრული, ისრიმობის დასაწყისი, მარცვლის დამსხვილება, მტევნების შეკვრა, შეთვალება.

ვაზის კულტურაზე დაცვის ქიმიურ საშუალებების შეუზღუდავმა გამოყენებამ, ასევე ხშირად რეგლამენტის დარღვევით გამოყენებამ დღეისათვის მრავალი პრობლემა შექმნა. პირველ რიგში ეს არის მცენარეთა მავნე ორგანიზმებში  რეზისტენტობის წარმოშობა (ამა თუ იმ ტოქსიკურად მოქმედი ქიმიური შენაერთის ან შენაერთთა ჯგუფის მიმართ მავნე ორგანიზმთა გამძლეობა), რასაც ადგილი აქვს ერთი და იგივე მოქმედი საწყისის მქონე ქიმიური პესტიციდის ხანრგძლივად გამოყენებისას.  ასევე გამოიწვია მცენარის იმუნური სტატუსის შემცირება, ნაიდაგის დაბინძურება პესტიციდებით, სასოფლო–სამეურნეო  პროდუქციის შხამქიმიქატებით დაბინძურების საფრთხე, წყლის წყაროების დაბინძურება, სასარგებლო ორგანიზმების მოსპობა და ა.შ.

დღევანდელ ეტაპზე მცენარეთა მავნებელ – დაავადებებთან ბრძოლა დგას 2 მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე – სასოფლო სამეურნეო კულტურების გარანტირებული დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან, რომლებიც იწვევენ მოსავლის დიდი ნაწილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ დანაკარგებს და – გარემომცველი  გარემოს დაცვა. თანამედროვე სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ამ ორი მნიშვნელოვანი პრობლემის არსის გათვალიწსინებით შევძლოთ ხარისხობრივად სრულყოფილი და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის საჭირო რაოდენობით წარმოება.

მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ დაცვითი მეთოდების დახვეწაში, ქიმიური პესტიციდების გამოყენების შედეგად მიღებული უარყოფითი შედეგების შემცირებაში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მცენარეთა ნარგაობებზე საგანგებო სიტუაციების რისკს, რაც შეიძლება გამომჟღავნდეს „იატროგენული“ დაავადებების განვითარებით (ქიმიური პესტიციდების გამოყენების შედეგად მცენარეთა პათოლოგიური რეაქციები).

ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდებისა და გასაღების სტანდარტი “გრინ  კაუკაზუსის” (მწვანე კავკაზი) მიხედვით (2009) შემდგომში მდგომარეობს:

  • ბიოპროდუქციის წარმოებაში ნებადართული საშუალებები, ყველა პროდუქტი და ნივთიერება უნდა იყოს მცენარეული, ცხოველური, მიკრობული ან მინერალური წარმოშობის, გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ზემოთ მითითებული პროდუქტები ან ნივთიერებებi შესაბამისი ხარისხის ან რაოდენობის არ არის ხელმისაწვდომი.
  • მცენარეთა დაცვის საშუალებები გამოყენება დაშვებულია მავნე ორგანიზმებისა და განსაკუთრებული დაავადებების გასაკონტროლებლად, რომელთა სამკურნალოდ სხვა ბიოლოგიური ან ფიზიკური მეთოდი ან სხვა ეფექტური ღონისძიება არ არსებობს.
  • ბიოაგროწარმოებაში ტრადიციულად გამოყენებული საშუალებები სპილენძის შემდეგი ფორმულირებით: სპილენძის ჰიდროქსიდი, სპილენძის ქლორჟანგი, სამფუძიანი სპილენძის სულფატი, სპილენძის ოქსიდი,  ბორდოს სითხე.  მათი გამოყენება დაშვებულია 6 კგ/ჰა–ზე წლის განმავლობაში. შესაძლებელია აღნიშნული  6 კგ–იანი ლიმიტის გაზრდა იმის გათვალისწინებით, რომ წინა 5 წლის განმავლობაში გამოყენებული სპილენძის საშუალო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 6 კგ–ს.
  • ბიოპროდუქციის წარმოებაში ნებადართული საშუალებებია ასევე: გოგირდიანი კირი (კალციუმის პოლისულფიდი) –ინსექტიციდი, აკარიციდი, ფუნგიციდი;  პარაფინის ზეთი – ინსექტიციდი, აკარიციდი;  კვარცის ქვიშა – რეპელენტი ( დამაფრთხობელი);   გოგირდი – ფუნგიციდი, აკარიციდი და სხვა.

ბიოლოგიური მეთოდის გამოყენება საშუალებას იძლევა აგრობიოცენოზებში გავაძლიეროთ თვითრეგულაციის მექანიზმი და ამის საფუძველზე საბოლოო ჯამში უზრუნველვყოთ ხარისხიანი მოსავლის შენარჩუნება ნაკლები დანახარჯებით.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების ეფექტურობა მაღლდება მათი დაცვის ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვისას. ამ მიმართულებით დღევადნელ ეტაპზე არსებული უახლესი მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბიომეთოდის ხვედრითი წილი მცენარეთა დაცვის სისტემაში შეიძლება შეადგენდეს: მარცვლობნებში 25–30%–ს, ბოსტნეულზე 60–70%–ს, ხეხილზე 40–50%–ს, ვაზზე 50–70%–ს.

მცენარეთა მოვლა–მოყვანის ინტეგრირებულ სისტემაში ბიოლოგიური პრეპარატები წარმოადგენენ აუცილებელ ელემენტს და უზრუნველყოფენ ადამიანისა და გარემოსათვის მინიმალური რისკებით, მიწათმოქმედების ბიორაციონალურ ტექნოლოგიებზე თანდათანობით გადასვლას.

მცენარეთა დაცვის მიკრობიოლოგირი საშუალებების ძირითადი უპირატესობები შემდეგში მდგომარეობს:

  • მაღალი ეფექუტურობა გამოყენების რეგლამენტის დაცვისას.
  • მავნე მწერებზე და ფიტოპათოგენების ფართო სპექტრზე შერჩევითი მოქმედება.
  • დაცვის მიკრობიოლოგიური საშუალებების დახმარებით შესაძლებელია გადაიჭრას მავნე ორგანიზმების პოპულაციების ქიმიური პესტიციდების მიმართ გამძლეობის პრობლემები.
  • შესაბამისობა ქიმიურ და ბიოლოგიურ პესტიციდებთან ბაკურ ნაზავებში და მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ სისტემაში.
  • უსაფრთხოება ადამიანისათვის, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, ფრინველებისათვის, ენტომოფაგებისათვის რეკომენდებულ ნორმებში გამოყენებისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეისათვის სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ვაზის ნარგაობების ინტეგრირებული, ეკოლოგიზირებული დაცვა მავნებელ–დაავადებებისაგან,  რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მეთოდებისა და საშუალებების ოპტიმალურ გამოყენებას, მათ შორის ბიოლოგიური მეთოდის. მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდის საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი მოვლენები – პარაზიტიზმი და ანაბიოზი (გამოცოცხლება). მიკროორგანიზმები, რომელბიც გამოყოფილია ბუნებიდან და შეყვანილია ისევ ბუნებრივ პირობებში,  როგორც მცენარეთა  დაცვის მეთოდი,  რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ  არასასურველი ცვლილებები  ბიოცენოზებში.

ბიოინსექტიციდები და ბიოფუნგიციდები, რომელბიც შექმნილია ბუნებრივი მიკროოგანიზმების საფუძველზე, ხასიათდებიან დიდი უპირატესობით, მაგალითად სპეციფიკურობით, ე.ი უნარით დააავადონ მავნე ორგანიზმების გარკვეული სახეობა, ისე რომ არ მიაყენონ ზიანი ადამიანებს, თბილსისხლიან ცხოველებს, ფრინველებს, სასარგებლო მწერებს და საერთოდ გარემოს.

 

ვაზის დაცვის ბიოლოგიზირებული სისტემა (ცხრილი 1;2).

  • ვაზის დაავადებები – ჭრაქი (ოიდიუმი), ნაცრისფერი ობი და სხვა  მასიური გავრცელების წლებში, ყვავილობამდე და ყვავილობის შემდგომ პერიოდში კონტროლდება ქიმიური ფუნგიციდებით. ყურძნის მარცვლის ზრდისა (ისრიმობის შემდგომი ეტაპი) და მომწიფემადე პერიოდში კი შესაძლებლად მიგვაჩნია ქიმიური ფუნგიციდების მონაცვლეობა ბიოლოგიურ პრეპარატებთან. დადგენილია, რომ ბიოლოგიურ ეფექტურობა ასეთი სისტემის 71.9 – 80.6 %–ია.  ამ მეთოდის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ქიმიურ ფუნგიციდებთან მავნე ორგანიზმების რეზისტენტობის ფორმირება, რის გამოც მცირდება მათი ეფექტურობა, რაც აიძულებს ფერმერს გაზარდოს ქიმიური ფუნგიციდის გამოყენების ნორმები  და დამუშავებათა ჯერადობა. აღნიშნულ მოვლენას განსაკუთრებით მაშინ ააქვს ადგილი, როცა სავაგეტაციო სეზონის მიმდინარეობისას დაავადებათა გავრცელება–განვითარებისათვის ხელსაყრელი ჰიდროთერმული პირობებია. გარდა ამისა  ქიმიური პესტიციდების ინტენსიურ გამოყენებას წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ეპიფიტოტიის   (მასიური გავრცელების პერიოდებში) მივყავართ აგრობიოსისტემის ეკოლოგიის დარღვევამდე,   იქმნება რისკი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ეკოლოგიური უსაფრთხოების.
  • ვაზის ჭრაქის და ნაცრისფერი ობის ზომიერად გავრცელების წლებში, ყვავილობამდე და ყვავილობის შემდგომ პერიოდში ის კონტროლდება ქიმიური ფუნგიციდებით, ხოლო მარცვლის ზრდისა და მომწიფებამდე პერიოდში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბიოლოგიური ფუნგიციდების ბლოკი, ქიმიურ ფუნგიციდებთან  მონაცვლეობის გარეშე. ქიმიურ და ბიოლოგიურ ბლოკში ჩართული პრეპარატებით ვაზის კულტურის დამუშავებათა ჯერადობა განსხვავდება, როგორც წლების ისე სავეგეტაციო პერიოდების, ვაზის ფენოფაზების და ამინობრივ კლიმატური პირობების მიხედვით, ასევე გასათვალიწსინებელია  დაავადებათა გავნითრების ინტენსიოვობა, ინფექციის მარაგი, ჯიშის გამძლეობა დაავადებათა მიმართ და სხვა ფაქტორები.

დადგენილია, რომ ბიოლოგიური ეფექტურობა ასეთი მეთოდის  მეტია ვიდრე ტრადიციული ქიმიურის და შეესაბამება  83.7–99.0 %–ს.

ბიოლოგიური პრეპარატებით („ბაქტოფიტი“, „ჯეოჰუმატი“)  დამუშავებათა ჯერადობა შეიძლება შეადგენდეს:

  • ვაზის მიმღებიან ჯიშებზე 2–4–ს სავეგეტაციო სეზონში.
  • ტოლერანტულ ჯიშებზე (ჯიშები, რომელბიც ავადდებიან ნაკლები ხარისხით, ვიდრე მიმღებიანი ჯიშები, ერთნაირ პირობებში გამოზრდისას) 6–8–ს სავეგეტაციო სეზონში (ჯეოჰუმატის შემთხვევაშ 2–4–ს) .
  • ტოლერანტულ ჯიშებზე, შედარებით მცირე ნაკვეთებზე და დაავადებათა გავრცელება განვითარებისათვის არახელსაყრელი ამინდობრივ–კლიმატური პირობების წლებში შეიძლება გამოყენებული იქნეს ვაზის ბიოლოგიური დაცვა მთელი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა (მაგალითად ნაცრის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება).

 

აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ვაზის კულტურაზე ქიმიური პესტიციდებით დატვირთვის აღმოფხვრა და მისი დაავადებების (ჭრაქი, ნაცრისფერი ობი და სხვა) სტაბილური კონტროლი.

აღსანიშნავია, რომ „ბაქტოფიტის“ შტამი ცხოველმყოფელობის პროცესში გამოყოფს ანტიბიოტიკებს, რომლებიც ახშობენ ფიტოპათოგენური ბაქტერიებისა  და სოკოების ზრდა–განვითრებას.   გარდა ამისა, დადგენილია ბაქტოფიტის დადებითი გავლენა ვაზის მცენარეში ტენის შენახვაზე.  ვაზის დაავადებათა ბიოლოგიზირებული კონტროლი „ბაქტოფიტის“ გამოყენებით ტენს ინახავს საშუალოდ, ფოთლებში 3%–ით მეტს, ხოლო მარცვლებზე 2.5%–ით მეტად ქიმიურ მეთოდთან შედარებით.

რაც შეეხება ვაზის უმთავრეს მავნებლებთან (ფოთოლხვევია, კვირტის ჭია, ხვატარები, ფოთოლჭამიები, ყურძნის ჭია,  ცრუფარიანები, ტკიპები და სხვა)  ბრძოლას, ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ბიოლოგიური ინსექტიციდები – ლეპიდოციდი ან ბიტიქსიბაცილინი, როგორც ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვით ისე დამოუკიდებლად  (ცხრილი   1;2).

დამუშავების კალენდარული ვადები  განისაზღვრება, სხვადასვა  ხნოვანების მატლების კვების ინტენსიობით, ამინდობრივ–კლიმატური პირობებით, ნარგაობათა ფიტოსანიტარული მდგომარეობით და სხვა ფაქტორებით. ვაზის მცენარის მაქსიმალური დაცვითი ეფექტი მიიღწევა მავნებლების განვითარების ადრეულ ფაზაში მცენარის დამუშავებისას (1–3 ხნოვანება), როცა მათი სხეულის სიგრძე არ აღემატება 10–12 მმ–ს, უფროსი ხნოვანების მატლები უფრო გამძლენნი არიან აღნიშნული ბიოლოგიური პრეპარატების მიმართ. შესხურების მომენტში მავნებლების დიდი რაოდენობით კვერცდებისას და დამუშავების შემდეგ მავნებლების უმცროსი ხნოვანების მატლების გამოჩენისას  საჭიროა ჩავატაროთ განმეორებითი შესხურება აღნიშნული პრეპარატებით, 7–8 დღის შემდეგ.  მავნებლების უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს პრეპარატების გამოყენება თბილ ამინდში. ოპტიმალური ტემპერატურული ინტერვალი გამოყენებისათვის არის        18–32°.  უფრო ცივ ამინდში მავნებლების სიკვდილიანობა ფერხდება,  მაგრამ დაცვის ეფექტი მაინც შეინიშნება, კვების ინტენსიობის შემცირების, შეფერხებული განვითარების და ნაწილობრივი სიკვიდილის ხარჯზე.

აღნიშნული ბიოლოგიური ინსექტიციდები ვაზის კულტურის მავნებლების წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც იდნივიდუალურად, ისე ბიოლოგიურ ფუნგიციდებთან და ზრდის რეგულატორებთან („ბაქტოფიტი“, „ჯეოჰუმატი“) ბაკურ ნაზავებში,  მავნებელ – დაავადებების განვითარების ინტენსიობიდან გამომდინარე.

მცენარეთა შესხურება უმჯობესია დილის ან საღამოს საათებში, მშრალ და უქარო ამინდში.  არ არის რეკომენდებული შესხურების ჩატარება უშუალოდ წვიმის შემდეგ, რადგან სამუშაო ხსნარის წვეთები შეიძლება ჩამოცურდნენ მცენარის სველი ზედაპირიდან.

გამოყენების ნორმა, სამუშაო ხსნარის ხარჯი, წამლობათა ჯერადობა იხილეთ ცხირილ 2–ში.

   ზრდის რეგულატორები.  „გიბერსიბი“ – მცენარის ბუნებრივი ზრდის რეგულატორია. ვაზის კულტურაზე ის ამაღლებს მოსავლიანობას და პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს:

  • მცენარის ზრდა გავნითარების სტიმულაციით.
  • გამონასკვის რაოდენობის გაზრდით.
  • მოსავლის დაჩქარებული მომწიფებით.
  • დაავადებებთან და არახელსაყრელ გარემო პირობებთან გამძლეობის ამაღლებით.
  • პართენოკარპული ნაყოფების წარმოქმნით.

გიბერსიბი  გამოიყენება მცენარის შესხურების წესით. მისი გამოყენება ყვავილობის ბოლოს ვაზის კულტურაზე მოსავლის მატებას იწვევს 30–35%–ით (ცხრილი 2. )

ვაზის მოვლა მოყვანისას, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ბიოლოგიური პრაპარატი „ჯეოჰუმატი“.  მან გაიარა გამოცდა, როგორც მცენარის ზრდის სტიმულატორმა და როგორც ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებელმა საშუალებამ.  გააჩნია ასევე ფუნგიციდური მოქმედება.   ჯეოჰუმატის გამოყენებისას:

  • ნიადაგში ხდება ჰუმუსის თანდათანობითი დაგროვების და აღდგენის უზრუნველყოფა.
  • ძლიერდება მცენარის ფესვწარმოქმნა, რაც ახდენს კვების პირობების გაუმჯობესებას და მცენარის მიწისზედა ნაწილის ზრდის გააქტურებას.
  • იზდება მავნე ორგანიზმების და არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ გამძლეობა.
  • საგრძნობლად უმჯობესდება ეკოლოგიური სიტუაცია დამუშავებულ ნაკვეთებზე.
  • იზრდება მოსავლიანობა 15–20%–ით.

 

       ვაზის გასხვლა–ფორმირება და მწვანე ნაწილების ოპერაციები.   მევენახეობაში ერთ–ერთი რთული, პასუხსაგები და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაზის გასხვლა–ფორმირებაა. ამ პროცესზეა უშუალოდ დამოკიდებული ვაზის საწარმოო მომსახურების ხანგრძლივობა,  რეგულარული, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება. ამ ღონისძიების ჩატარებით ხდება ვაზის ყლორტების სივრცეში განლაგება და მცენარეში დაგროვილი პოტენციური ენერგიის სურვილისამებრ წარმათვა.

გაუსხლავი ვაზი ბევრ ნაზარდს და გრძელ რქას ივითარებს, ახასიათებს არათანაბარი მოსავალი, დაბალი სიმწიფე, ნაკლები სიტკბო და მეტი მჟავიანობა, მარცვალი წვრილი და უხარისხო,  ყლორტების სუსტი მოუმწიფებელი რჩება და ზამთრის პირობებში იღუპება.  გასხვლის საუკეთესო პერიოდად მიჩნეულია ის დრო,  როცა ყოველგვარი საგაზაფხულო წაყინვები გამორიცხულია და მცენარეში წვენთა მოძრაობა არ არის დაწყებული.

ვაზის გასხვლის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს,  ვაზის მწვანე ნაწილების ოპერაციები, რომელიც ტარდება ვაზის ზრდა განვითარების რეგულირებისათვის. ამ საშუალებებს მიეკუთვნება ზედმეტი ყლორტებისა და ნამხრევების შეცვლა, ყლორტების წვერის წაწყვეტა, შემორგოლვა და სხვა.   ვაზის გასხვლა გარდა ზემოთ აღნიშნული სასურველი შედეგისა დადებით ზეგავლენას ახდენს მომავალი წლის გასხვლისათვის სამამულო და სანაყოფე ნაზარდების წარმოქმნასა და  ფუნქციონირებაზე.

გასხვლა–ფორმირების და მწვანე ნაწილების ოპერაციების დროულად, თანმიმდევრულად და  ხარისხიანად ჩატარება, მიმართულია ასევე    მავნებელ დაავადებათა გავრცელების  შესაზღუდად.

 

ვაზის კულტურის ბიოლოგიზირებული დაცვის სისტემის გავლენა ღვინის მასალებზე.    „ბაქტოფიტის“, „ჯეოჰუმატის“, „ლეპიდოციდის“, „ბიტოქსიბაცილინის“ და სხვა ბიოლოგიური პრაპარატების გამოყენება ვაზის მოვლა–მოყვანისას არ ახდენს გავლენას ღვინის მასალების დუღილის პროცესებზე. ღვინის ხარისხი უმჯობესდება ორგანოლეპტიკური (უშუალოდ გემოთი და ყნოსვით შემოწმება) და ბიოქიმიური მაჩვენებლებით 100%–ით , ქიმიური პესტიციდებით დაცვასთან შედარებით.

ვაზის ვეგეტირებად მცენარეებზე ბაქტოფერტის გამოყენებისას, ღვინოს მასალების ნიმუშებზე კათიონების (დადებითად დამუხტული იონები)  – ამონიუმის, კალიუმის,   კალციუმის, და ნატრიუმის შემცველობა არ აღემატება ნორმას, ხოლო მაგნიუმის კათიონების მოცულობითი კონცენტრაცია მცირდება  69.8–79.1 მგ/დმ3 დონემდე, ქიმიური ფუნგიციდების გამოყენების ნიმუშებთან შედარებით,  სადაც ამ კომპონენტის მაქსიმალური რაოდენობაა აღნიშნული – 97.9 მგ/დმ.

გარდა აღნიშნულისა, ვაზის მოვლა–მოყვანისას, ბიოლოგიური ფუნგიციდების და ინსექტიციდების გამოყენებისას,  შესხურების ჯერადობა არ არის შეზღუდული,  მავნებელ–დაავადებების გავრცელება –  განვითარების, კრიტიკული პერიოდების მიდმინარეობის, ზონის ჰიდროთერმული პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ლოდინის პერიოდი (ბოლო შესხურებიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი) არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი,  რადგანაც  ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას მისი ნარჩენი რაოდენობა არ აღინიშნება ვაზის მტევნებზე და სხვა ორგანოებზე, როგორც ეს არის ქიმიური პესტიციდების გამოყენებისას. ამის გამო მტევნები ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ქიმიური პესტიციდების ნარჩენ რაოდენობას. ეს კი საღვინე ჯიშებიდან მიღებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით ღვინის დამზადების საშუალებას იძლევა.

“გრინ  კაუკაზუსის” მიხედვით (2009) ბიოღვინის წარმოებაში ნებადართული პროდუქტები და ნივთიერებები:

  • 2 გ/ლ –ზე ნაკლები ნარჩენი შაქრიანობის მქონე წითელი ღვინოებისათვის გოგირდის, დიოქსიდის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/ლ.
  • 2გ/ლ–ზე ნაკლები ნარჩენი შაქრიანობის მქონე თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისათვის გოგირდის დიოქსიდის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ/ლ.
  • სხვა ღვინოებისათვის გოგირდის დიოქსიდის შემცველობის მაქსმალური ზღვარი უნდა შემცირდეს 30 მგ/ლ–ით 2010 წლის 1 აგვისტოს N 606/ 2009 რეგლამენტის  1B დანართში N მითითებულ დოზებთან შედარებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 1

ვაზის განვითარების ფენოფაზები და მავნებელ–დაავადებებისაგან დაცვის ბიორაციონალური სისტემა

ფენოფაზები
უმთავრესი მავნებელ დაავადებები ქიმიური და ბიოლოგიური დაცვა
მასიური გავრცელება ზომიერი გავრცელება სუსტად გავრცელება ტოლერანტულ ჯიშებზე
კვირტის გაშლა ხვატარები, ფოთოლხვევია, კვირტის ჭია, ტკიპები, ნაცარი და სხვა ქიმიური პესტიციდები ქიმიური პესტიციდები ბიოლოგიური პრეპარატები
4–5 მოზრდილი ფოთოლი ჭრაქი

ნაცარი

ქიმიური პესტიციდები ქიმიური პესტიციდები ბიოლოგიური პრეპარატები
თანაყვავილედის განვითარება ჭრაქი

ნაცარი

ყურძნის ჭია (I თაობა)

ქიმიური პესტიციდები ქიმიური პესტიციდები ბიოლოგიური პრეპარატები
ყვავილობის დასაწყისი ჭრაქი

ნაცარი

ქიმიური პესტიციდები ქიმიური პესტიციდები ბიოლოგიური პრეპარატები
ყვავილობის დასასრული ჭრაქი

ნაცარი

ქიმიური პესტიციდები ქიმიური პესტიციდები ბიოლოგიური პრეპარატები
ისრიმობის დასაწყისი ჭრაქი

ნაცარი

ქიმიური პესტიციდები ქიმიური პესტიციდები ბიოლოგიური პრეპარატები
მარცვლების დამსხვილება ჭრაქი

ნაცარი

ცრუფარიანები

ყურძნის ჭია (II თაობა)

ბიოლოგოური პრეპარატები ბიოლოგიური პრეპარატები ბიოლოგიური პრეპარატები
მტევნების შეკვრა ჭრაქი

ნაცარი

ქიმიური პესტიციდები ბიოლოგირი  პრეპარატები ბიოლოგიური პრეპარატები
შეთვალება ჭრაქი

ნაცარი

ბიოლოგიური პრეპარატები ბიოლოგიური პრეპარატები ბიოლოგიური პრეპარატები

 

მუქ ფერში მოცემულია ვაზის ჭრაქის განვითარების კრიტიკული პერიოდები ფენოფაზების მიხედვით.

 

ცხრილი 2

ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენების რეგლამენტი ვაზის კულტურაზე

 

ბიოლოგიური პრეპარატის დასახელება მავნე ობიექტი გამოყენების მეთოდები, ვადები, თავისებურება პრეპარატის გამოყენების ნორმა

 ლ/ჰა

სამუშაო ხსნარის  ხარჯვის ნორმა

ლ/ჰა

ლოდინის პერიოდი (დამუშავებათა ჯერადობა) შენიშნვნა
„ბაქტოფიტი“ (ბიოლოგიური ფუნგიციდი) ჭრაქი, ნაცრისფერი ობი და სხვა დაავდებები ვეგეტირებადი მცენარის შესხურება, მარცვლის დამსხვილებიდან მომწიფებამდე, 7–12 დღის ინტერვალით.

ბიოლოგიზირებული დაცვისას ვეგეტაციის დაწყებიდან მარცვლის მომწიფებამდე.

2–3 800 – 1000 1 (4–8) შესხურება ხდება ქიმიური და ბიოლოგიური ბლოკის ფუნგიციდების მორიგეობით ან  ბიოლოგიური ფუნგიციდით მთელი სავეგეტაციო პერიოდს განმავლობაში, ქიმიური ფუნიგიციდების ბლოკთან მონაცვლეობის გარეშე.
„ჯეოჰუმატი“ (სასუქი –სტიმულატორი, ფუნგიციდური მოქმედებით) ჭრაქი, ნაცრისფერი ობი და სხვა დაავდებები ვეგეტირებადი მცენარის შესხურება ვეგეტაციის დაწყებიდან მარცვლის მომწიფებამდე 1–2 800–1000 1 (3–4) შესხურება ხდება ქიმიური და ბიოლოგიური ბლოკის ფუნგიციდებთან მორიგეობით ან მორიგეობის გარეშე და ბაკურ ნაზავებში
„ლეპიდოციდი“ (ბიოლოგიური ინსექტიციდი) ყურძნის ჭია, ფოთოლჭამიები, ხვატარები და სხვა ვეგეტირებადი მცენარის შესხურება მავნებლის 1–3 ხნოვანების ფაზაში, 7–8 დღის ინტერვალით. 2–3 800–1000 5 (2–3) ლეპიდოციდი რეკომენდებულია ჩავრთოთ ვაზის კულტურის ინდეგრირებულ დაცვის სისტემაში, ქიმიური დამუშავების შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება გამოვიყენოთ ბიოლოგიურ ფუნგიციდებთან და ზრდის რეგულატორებთან ბაკურ ნაზავებში.

„ბიტოქსიბაცილინი“ (ბიოლოგირუი ინსექტიციდი) ფოთოლჭამიები, ხვატარები, ამერიკული, თეთრი პეპელა, აბლაბუდიანი ტკიპა და სხვა ვეგეტირებადი მცენარის შესხურება მავნებლის 1–3 ხნოვანების ფაზაში, 7–8 დღის ინტერვალით. 6–8 800–1000 5(3) შეიძლება გამოვიყენოთ ბიოლოგიურ ფუნგიციდებთან და ზრდის რეგულატორებთან ბაკურ ნაზავებში.
„გიბერსიბი“ (მცენარის ზრდის რეგულატორი) ––––––– ვეგეტირებადი მცენარის შესხურება ყვავილობის ბოლოს. 0,9–1,2 800–1000 (1) გარდა ზრდის სტიმულირებისა ამაღლებს მცენარის გამძლეობას დაავადებათა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.
„ჯეოჰუმატი“ ( სასუქი,  ზრდის რეგულატორი, ფუნგიციდური მოქმედებით) ––––––––– ნიადაგის, ნერგების და ვეგეტირებადი მცენარის დამუშავება 7–8 დღის ინტერვალით. 0,5–2 800–1000 (2–3) გარდა ზრდის სტიმულირებისა ამაღლებს მცენარის გამძლეობას დაავადებათა და გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ, შესაძლებელია მისი გამოყენება ბაკურ ნაზავებშიც.

 

 

Advertisements

One thought on “ვაზის მოვლა–მოყვანის ბიორაციონალური სისტემა

  1. კარგი ნაწერია.
    წამლობაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. მე ვისურვებდი რომ უფრო გასაგებად იყოს დაწერილი, მაგალითად, (ზოგი სპეციალისტი, რეგიონისთვის სპეციალურ რეცეპტს წერს ხოლმე. თქვენი პრეპარატები რამდენად საჭიროებენ ამას არ ვიცი).
    ცხრილს თავში დავაწერდი, წამლობა 1 ჰექტარისთვის.
    პირველ ჰორიზონტალში დავწერდი პირველი წამლობის მონაცემებს, მაგალითად რა დროს ხდება, რამდენ ლიტრ წყალში რა პრეპარატები რა რაოდენობით ზავდება (1 ჰექტარისთვის). შემდეგ მეორე ჰორიზონტალში, მეორე წამლობის პირობებს და ა.შ ყველა წამლობას.

    აგრეთვე ვისურვებდი რომ იყოს საიტი სადაც თითოეულ პრეპარატზე იქნება ამომწურავი ინფო. (ჯერ ახლა შევუდექი ძიებას, შეიძლება არსებობს კიდეც ასეთი საიტი).

    აგრეთვე ვისურვებდი სხვადასხვა კულტურების მოყვანის რეცეპტებს.

    გისურვებთ წარმატებებს

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s