შხამ-ქიმიქატების მავნე ზეგავლენა ადმიანსა და გარემოზე

მეურნეობის ქიმიზაციის ინტენსიური ზრდის პირობებში, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს ნიტრატებით დაბინძურების საკითხს. ეს იმით აიხსნება, რომ ნიტრატები და მისი გარდაქმნის შედეგად მიღებული ნივთიერებები არასასურველ გავლენას ახდენენ როგორც ადამიანზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო ცხოველებსა თუ მცენარეებზე და საერთოდ გარემოზე.

ხვდებიან რა ნიტრატები ადამიანის თუ ცხოველის ნაწლავურ სისტემაში განიცდიან მრავალრიცხოვან ბიოქიმიურ გარდაქმნებს, ამასთან იქ არსებული მიკროფლორის ზემოქმედებით მიმდინარეობს მათი აღდგენა ნიტრიტებამდე. წარმოქმნილი შენაერთების ტოქსიკურობა 20-ჯერ მეტია საწყის ნივთიერებაზე. ხვდებიან რა სისხლში ნიტრატები ურთიერთმოქმედებენ ჰემოგლობინთან, რის შედეგადაც ის გარდაიქმნება მეტჰემოგლობინად, რომელსაც არა აქვს ჟანგბადის გადატანის ფუნქციის შესრულების უნარი, რაც ადამიანს უქმნის II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. განსაკუთრებით საშიშია მეტჰემოგლობინი ბავშვთა ადრეულ ასაკში, რადგანაც   მათი კუჭის წვენი  დაბალი მჟავიანობისაა, რაც ხელს უწყობს ნიტრატების ნიტრიტებად გარდამქმნელი მიკროორგანიზმების განვითარებას. ამასთან დაქვეითებული (ჩამოუყალიბებელი) აქვთ ფერმენტაციული სისტემის ფორმირება, რომელსაც გადაჰყავთ მეტჰემოგლობინი ჰემოგლობინში.

ადამიანის ორგანიზმში ნიტრატებისა და ნიტრიტების ზემოქმედების შედეგად ქვეითდება თავის ტვინის გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობა, აღინიშნება იმუნური სისტემის დაქვეითება. ერთვება რა გაცვლით პროცესებში ნიტრატებს შეუძლიათ შეცვალონ ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა, რის გამოც მატულობს ორგანიზმის მგრძნობელობა კანცეროგენული თუ მუტაგენური ფაქტორებისადმი.

პლანეტის ბიოსფეროში ქიმიკატების გამოყენებამ მნიშვნელოვანი საშიშროება შეუქმნა ყველა ცოცხალ ორგანიზმს. შხამ-ქიმიკატების გამოყენებით მსოფლიოში აღინიშნება 500 000 მწვავე მოწამვლის შემთხვევები. მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს გარეგნულად შეუმჩნეველი გამოვლინებებიც. მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობისას შხამ-ქიმიკატები ავლენენ ცოცხალ ორგანიზმებზე: ტერატოგენურ, ემბრიოტოქსიკურ, მუტაგენურ და ნეიროტოქსიკურ თვისებებს. თუნდაც ძალიან სწრაფად ხრწნადი ფოსფორორგანული პრეპარატების გამოყენებისას ადამიანებს უვითარდებათ დეპრესია, გაღიზიანებადობა, ქვეითდება მეხსიერება და აბსტრაქტული აზროვნების უნარი, პესტიციდების 90% გააჩნია კანცეროგენური ზემოქმედების უნარი.

ამერიკელი სპეციალისტების მონაცემებით ფერმერებს, რომლებიც იყენებენ პესტიციდებს 20 დღეზე მეტი ხანგრძლივობით წელიწადში,  სიმსივნეების წარმოქმნის ალბათობა ეზრდებათ 6-ჯერ და იწვევს პროფესიულ დერმატიტებს, აქვეითებს იმუნიტეტს, თანაც იმუნიტეტის დაქვეითება  პირდაპირ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა მათ შრომით სტაჟთან. მეცნიერთა მონაცემებით ადამიანთა დასნებოვნება პესტიციდებით აქტიურად მოხმარებად რაიონებში 2,0-4,0 უფრო მაღალია ქიმიზაციის მინიმალურად გამოყენების რაიონებთან შედარებით. ასევე მაღალია ბავშვთა სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევები 2,3-5,3-მდე.

ქიმიზაციის ზრდა იწვევს კუჭნაწლავის ისეთი დაავადებების ზრდას როგორიცაა: ენტერიტი, კოლიტი, მწვავე გასტრიტი, კანის დაავადებები, ყურის ქრონიკული დაავადებები. დადასტურებულია პირდაპირი კორელაცია შხამ-ქიმიკატების მოხმარების მაღალ დონესა და თანდაყოლილი ანამომალიების გავრცელებისა და ბავშვთა სიკვდილიანობას შორის. აღრიცხულია ორჯერ მეტი ქრომოსომული მუტაციების სიხშირე პრაქტიკულად ჯანმრთელ მოზარდებში (15-17წ), რომლებიც ცხოვრობენ პესტიციდების აქტიურად მოხმარების რაიონებში.

შხამ-ქიმიკატების საშიშროება იზრდება გარემოს პარამეტრების ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ექსპერიმენტის მეშვეობით დადგენილ იქნა ქლოროფოსის საშიში მოქმედებისა და ტოქსიკურობის გაძლიერება ცხოველებზე მათი 34-380c არსებობის პირობებში. ამიტომ მიჩნეული დასაშვები კონცენტრაციების დონე საეჭვოს ხდის იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ მაღალი ტემპერატურის პირობებში და იმათთვის ვისაც განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ ქსენობიოტიკებისადმი. გარდა ამისა პესტიციდები საშიშნი არიან იმითაც, რომ შეიცავენ ისეთ მძიმე მეტალებს როგორიცაა ტყვია, დარიშხანი, ვერცხლის წყალი, მათი ნახევარდაშლის პერიოდი 20 წელს აღემატება, ისინი ძალიან მდგრადნი არიან და თითქმის არ იშლებიან არც მზის და არც ეგზოფერმენტებისა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. პესტიციდების მდგრადობას უტოლებენ რადიოაქტიური იზოტოპების მდგრადობას. ყველაზე მდგრადი ქლორორგანული პესტიციდებია. მათ გააჩნიათ ორგანიზმში დაგროვების უნარი. აღწევენ რა მაღალ კონცენტარაციას, დიდხანს ნარჩუნდება ორგანიზმში ზოგჯერ სამუდამოდაც კი.

ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია პირდაპირი კავშირი საკვებ პროდუქციაში  ნიტრატების შემცველობასა და კუჭის კიბოთი სიკვდილიანობას შორის. ნიტრატებისა და ნიტრიტების საკვებ პროდუქციაში დაგროვების მიზეზი შესაძლოა განპირობებული იყოს მათი მიერ  წარმოებული ნიტროზოამინი. ეს შენაერთი ცოცხალ ორგანიზმებში თუნდაც უმნიშვნელო დოზით იწვევს როგორც კანცეროგენულ, ასევე მუტაგენურ, ემბრიო-ტოქსიკურ და ტერატოგენურ თვისებებს.

ადამიანის ორგანიზმში ნიტროზოამინები შეიძლება მოხვდნენ საჭმელი პროდუქტების სახით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების ზოგიერთ სახეობას ასევე შეუძლია ამ პროცესის აქტივაცია. აქტივაციას იწვევს ასევე ზოგიერთი პრეპარატი (პირამიდონი, ტეტრაციკლინი), რომელიც რეაგირებს ნიტრატებთან და წარმოქმნიან ნიტროზოამიდებს.

ანალოგიურად მოქმედებს ნიტრატები მსხვილფეხა რქოსან ცხოველებზეც. ნიტრატების ხანგრძლივი შეღწევით მათ ორგანიზმში იმ დოზით, რომელიც არ იწვევს ჩვეულებრივ ფენოლოგიურ  გამოვლენას, იოდის სინაკლებისა და საკვებ რაციონში ცილების სინაკლების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს  მიკროელემენტების მწვავე სინაკლების მიმდინარეობა.

მინერალური აზოტით ცხოველთა ქრონიკული მოწამვლისას უარესდება კაროტინის შეთვისება, ქვეითდება აღწარმოების უნარი. ნიტრატების დასაშვები დოზა საკვების მშრალ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით ცხოველებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 0,2% ანუ 5-6მგ 1კგ ცოცხალ წონაზე. ნიტრატის ლეტალური დოზა 500კგ ძროხისათვის 250გრ დღე-ღამეში.

სასმელ წყალში და საკვებ პროდუქციაში მოხვედრის მიზეზები

გრუნტის წყლებში აზოტის მინერალური ფორმირების მომატებამ გააუარესა იმ მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, რომლებიც იყენებენ ამ წყალს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი იმ ქვეყნებში და რეგიონებში, სადაც წყლის ზედაპირული რესურსების სინაკლების გამო საექსპლუატაციოდ იყენებენ მიწისქვეშა აუზებს.

ბოლო წლებში მიმდინარეობს სამუშაოები სასმელი წყლისათვის დასაშვები კონცენტრაციის დასადგენად. თუ ადრე ეს მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. თუ 1976 წ ფრგ-ში ნიტრატების რაოდენობა დასაშვები იყო 90გრ/ლ, 1986 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 50მგ/ლ, თუმცა არც ეს მაჩვენებელია მინიმალური. EЭС-კომისიის დადგენილებით სასმელ წყალში დასაშვები ნიტრატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25მგ/ლ. ბოლო მონაცემებით 10მგ/ლ-ზე. შედარებით ნაკლები ნორმებია მისაღები ბავშვებისათვის, პროფესიული სპორტსმენებისათვის და ფიზიკური ვარჯიშით დაკავებულ პირთათვის, რომლებიც შედარებით მეტ სასმელ წყალს ღებულობენ. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ნიტრატების მაღალი შემცველობის დაგროვებაში ბევრმა ფაქტორმა შეიძლება ითამაშოს აქტიური როლი (მაკრო და მიკრო ელემენტებით გამოკვება, განათება, ტენიანობა, მცენარის ბიოლოგიური თავისებურება), მაგრამ გადამწყვეტი პირობა მაინც აზოტოვანი სასუქების გამოყენებაა. ასე მაგალითად აზოტის დოზის მომატებამ 90-დან 270კგ/ჰა გამოიწვია ნიტრატების მომატება ჭარხალში (მოურწყავ პირობებში) 150-450-დან 610-940მგ/კგ.

მრავალ ქვეყანაში აღრიცხული მოწამვლების 20%-ის მიზეზი, სწორედ წყალში ნიტრატების მაღალი შემცველობა გახდა.

1.6. სასუქების გავლენა მემცენარეულობისა და მეცხოველეობის პროდუქტებზე

მინერალური სასუქები გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხზე. ბიოქიმიური ანალიზებით დადგენილია, რომ ცვლილებები ხდება ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემადგენლობაში. ბევრი სპეციალისტის მონაცემით არასასურველი ბიოქიმიური გარდაქმნები ხდება მხოლოდ მათი მაღალი და საშუალო კონცენტრაციების შემთხვევებში, მაგრამ მოიპოვება მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბიოლოგიური მახასიათებლების  გაუარესებაზე, მინერალური სასუქების უმნიშვნელო რაოდენობით გამოყენების დროსაც. ამიტომ ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მეცხოველეობაში საკვებწარმოებისათვის აზოტოვანი სასუქების გამოყენება იწვევს პროტეინების მატებას მცენარეში, რაც ერთგვარად დადებით მომენტად ითვლება, მაგრამ პრობლემის უფრო ღრმად შესწავლამ ცხადჰყო, რომ ამ დროს მცენარეში ირღვევა ცილოვანი და არაცილოვანი აზოტის ფორმების თანაფარდობა. კერძოდ მატულობს აზოტოვანი შენაერთები ხოლო ცილოვნება ზოგიერთ შემთხვევაში კლებულობს კიდეც. ცდებით დადგენილია, რომ აზოტოვანი სასუქების დოზების მატებით ცილოვანი აზოტის შემცველობა მცენარეში კლებულობს, ხოლო ნიტრატული მატულობს.

პრაქტიკულად ყველა მკვლევარი, რომლებიც შეისწავლიან აზოტოვანი სასუქების გავლენას მცენარის ბიოქიმიურ შემადგენლობაზე, აღნიშნავენ უკუ კავშირს ნედლი პროტეინის შემცველობასა და ნახშირწყლებს შორის. რაც იმით აიხსნება, რომ აზოტშემცველი ნივთიერებების სინთეზი მიმდინარეობს ნახშირწყლოვანი შენაერთების ხარჯზე, რომელთა არსებობა ცხოველთა კვების რაციონში აუცილებელია, როგორც ძირითადი ენერგეტიკული მასალისა.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დაბალანსებული კვება ნახშირწყლებით ფასდება შაქარ პროტეინის თანაფარდობით. მერძევე საქონლისათვის მისი ოპტიმალური მნიშვნელობა 1:1,0-1,5 ხოლო მინერალური სასუქის შეტანისას ეს თანაფარდობა ირღვევა ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე.

ნიტრატების გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს ასევე სასოფლო-სამეურნეო მცენარეებსა და პროდუქტებზე. როგორც ცნობილია, კარტოფილის ხარისხი დამოკიდებულია სახამებლის რაოდენობაზე. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ სახამებლიანობა ტუბერებისა N60 P60 K60 – დოზით შეტანისას უსასუქო ვარიანტებთან შედარებით 21,3-დან იკლებს 20,0%-მდე. სხვა გამოკვლევებში არის მონაცემები , სადაც აზოტოვანი სასუქების გამოყენებისას სახამებლის შემცველობა კარტოფილში ორჯერ კლებულობს.

მინერალური სასუქების მოქმედებამ მცენარეში შეიძლება გამოიწვიოს უფრო ღრმა ბიოქიმიური ცვლილებებიც, კერძოდ ამინომჟავური  შემადგენლობის. ასე მაგალითად სიმინდის მარცვლის ცილაში უსასუქო ვარიანტში ლიზინისა და ტრიპტოფანის წილზე მოდის  3,06 და 0,57%. აზოტოვან სასუქებიან ვარიანტში ამ ამინომჟავების შემცველობა შემცირდა 2,41 და 0,47%. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მიღებულ კვლევებში დადასტურდა, რომ აზოტოვანი სასუქის შეტანით N90 P80 K80 საშემოდგომო ხორბალზე მარცვლის ფონზე იწვევს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამინომჟავების შემცირებას ( N30,69,90) დოზით ტექნიკური აზოტის გამოყენების შედეგად კარტოფილში  კლებულობს C ვიტამინის რაოდენობა, ხოლო სტაფილოში-კაროტინის. ცდები ჩატარდა აგრეთვე წიწიბურაზე, რომლის ძირითადი დიეტური მახასიათებელია რუტინის გარკვეული შემცველობა, რის გამოც მის ფაფას გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აღმოჩნდა, რომ მინერალური სასუქების 105კგ/ჰა დოზით შეტანა იწვევს რუტინის რაოდენობის შემცირებას რაც თავისთავად გამორიცხავს წიწიბურის დიეტურ ღირებულებას.

მინერალური სასუქების შეტანის შემთხვევაში ჭარხლის ბოლქვებში მცირდება მშრალი ნივთიერებებისა და შაქრიანობის შემცველობა. კლებულობს ბეტაინი და მატულობს საერთო მჟავიანობა.

ცვლიან რა მცენარეთა ბიოქიმიურ შემადგენლობას, მინერალური სასუქები უარყოფით გავლენას ახდენენ მეცხოველეობის პროდუქტებზე. ნიტრატების მაღალი შემცველობის საკვების გამოყენებისას უარესდება რძისა და მისი პროდუქტების ხარისხი. ნიტრატებზე მოყვანილი ჭარხლით გამოკვებილი საქონლის რძეში 17,3%-ით კლებულობს ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა და მატულობს 1,7-ჯერ გამა-კაზეინის შემცველობა, რომელიც აფერხებს რძის დაკვეთას, რის გამოც 1კგ ყველის მისაღებად ნაცვლად 10,7 ლიტრისა საჭირო ხდება 11,0ლ. ასეთი რძისგან დამზადებული ყველი ხასიათდება დაბალი სადეგუსტაციო ნიშნით. რძის და მისი პროდუქტების ასეთი დაბალი ხარისხის მიზეზი არის, ის რომ ხვდებიან რა საკვებიდან  რძეში ნიტრატები იწვევენ რძის მჟავა ბაქტერიების ფერმენტული აქტივობის დაქვეითებას.

მინერალური სასუქების გავლენა მცენარეთა სასაქონლო ხარისხზე და შენახვაზე

მოსახლეობის საჭმელი პროდუქციით მომარაგება დამოკიდებულია არა მარტო მოსავლიანობაზე, არამედ ნაყოფებისა და ბოსტნეულის შენახვის ხარისხზე ზამთრის პერიოდში, რომელთა დანაკარგი შენახვისას აღწევს 30%. ძირითადი ფაქტორი, რაც განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შენახვის ხარისხს, წარმოადგენს მათში მშრალი ნივთიერებებისა და ნახშირწყლების შემცველობა. ქსოვილების წყლიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს მათი შენახვის ხარისხზე. მინერალური სასუქების შეტანა ურალის სამეცნიერო კვლევითი ინტიტუტის მონაცემებით დაბლა სწევს ჭარხლის ბოლქვებში როგორც მშრალი ნივთიერებების რაოდენობას, ასევე შაქრის შემცველობას. მშრალი ნივთიერებებისა 14,7-12,8%-მდე და შაქრის 57,8-52,6% (პირველ შემთხვევაში უსასუქო ვარიანტი, ხოლო ბოლო N90 P90 K90 ). ანალოგიური მონაცემებია სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზედაც. რომლის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფებისა და ბოსტნეული კულტურების გაძლიერებული სუნთქვა ზამთრის პერიოდში და მოსვენების პერიოდის შემცირება. მაგალითად უსასუქოდ მოყვანილი ხახვის შენახვისას ოთხი კვირის შემდეგ მათი გაღივების რაოდენობა 155 აღირიცხა. ხოლო აზოტის დოზის  მომატებისას 120კგ/ჰა-მდე გაღივებული ბოლქვების რაოდენობამ 40% მიაღწია. ასევე უარყოფითად მოქმედებს ჰერბიციდები სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვის ხარისხზე. ასე მაგალითად მინერალური სასუქებით და შემდგომ ლინურონით დამუშავებით მოყვანილი სტაფილოს შენახვა მხოლოდ იანვრის თვემდე გახდა შესაძლებელი.

სასუქების გამოყენება იწვევს შაქრიანობისა და სახამებლის შემცირებას და ზრდის ნაყოფების წყლიანობასა და არაცილოვანი აზოტის ფორმებს. მინერალური სასუქების (N30-60) უმნიშვნელო რაოდენობით შეტანაც კი კარტოფილის ტუბერებში იწვევს მისი რბილობის გამუქებას და მისი გემოვნური მახასიათებელი უსასუქო ბოლქვებთან  შედარებით კლებულობს 3,6-2,7 ქულამდე. ნიტრატების მაღალი შემცველობა  ნაყოფებში ართულებს მათ გადამუშავებას. დაკონსერვების შემთხვევაში ისინი იწვევენ მეტალის ქილების შიდა მხარის კოროზიას, რაც იწვევს ტყვიის გამოთავისუფლებას. მცენარეთა ნახშირწყლებით გაღარიბება იწვევს რძის მჟავის დუღილის შენელების პროცესს- კომბოსტოს დამჟავებისას და სიმინდის დასილოსების დროს.

 

1.8 ნედლეულის მოპოვებისა და წარმოების სირთულეები

გარემოს გაჭუჭყიანების კომპლექსური შეფასებისათვის მნიშვნელოვანია აგროქიმიური ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობის შედეგები.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას მიწის წიაღში წარმოიქმნება სიცარიელე, რაც გავლენას ახდენს მთის მასივებზე და იწვევს ნიადაგის ჩაწოლას, რამაც რამოდენიმე მეტრსაც კი შეიძლება მიაღწიოს. რელიეფის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს გრუნტისა და ზედაპირული წყლების მიმართულება, ტერიტორიის დაჭაობებიანება. მთის ქანების დეფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს მიწის ზედაპირზე დიდი რაოდენობით მოპოვებული ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების დაგროვებით. კალიუმიანი სასუქების წარმოებისას რჩება გალიტური ნარჩენები, რომლებიც გადაიტანება ქარის მიერ ან ჩაირეცხება ნალექების მეშვეობით, რაც იწვევს გარემოს დამატებით დაჭუჭყიანებას. ლექის საცავები, სადაც ინახება თხევადი საწარმოო ნარჩენები ხელს უწყობს ნიადაგის დაჭაობებიანობას, არადა ამ საცავებს ათასობით ჰექტარი უკავია.

განსაკუთრებულ ზიანს კალიუმის ნარჩენები უქმნის წყლის ობიექტებს. იმის გამო რომ ისინი წყალში ადვილად ხსნადი არიან და სწრაფად გადაიტანებიან როგორც ზედაპირული ასევე  ნიადაგური ნაკადებით.

ტერიტორიის დაბინძურება ხდება სასუქების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დროსაც. რის შედეგადაც ქ. ვენტსპილსში კალიუმის მარილების რაოდენობამ ჰაერში მიაღწია 180-400მგ/მმაშინ როდესაც დასაშვები ნორმა 6მგ/მ3. ამავე მიზეზის გამო  აღირიცხა  200 ჰა-ზე მწვანე ნარგაობების დაღუპვა. გარკვეულ ეკოლოგიურ საშიშროებას წარმოადგენს აგრეთვე შახტებიდან ამოტუმბულ წყლებში აღმოჩენილი კარბონატების, სულფატების, ქლორიდებისა და სხვათა შენაერთების არსებობა.

არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს აზოტოვანი და ფოსფოროვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნები. აზოტიანი სასუქების მწარმოებელი ქარხნები ატმოსფეროს აჭუჭყიანებენ აზოტის ოქსიდით და ამიაკით. ცნობილია ფაქტები, როდესაც ქარხნის ირგვლივ 2-3კმ-ზე რადიუსში განადგურდნენ ხე-მერქნიანი მცენარეები.

სუპერფოსფატის მწარმოებელი ქარხნები აბინძურებენ ჰაერს ფტორითა და სხვა ქიმიური ელემენტებით. მათი შემცველობა ქარხნიდან 5კმ-ის რადიუსში 45-ჯერ აღემატება ზონურ მაჩვენებელს.

მინერალური სასუქების არარეგულირებადი გამოყენების ყოველმხრივი უარყოფითი შედეგების შეჯამება გვიჩვენებს, რომ ისინი წარმოადგენენ მრავალი პრობლემის მიზეზს, როგორც მიწათმოქმედებისათვის ასევე ეკოლოგიისათვის იქმნება წინაპირობები ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუარესებისათვის, მატულობს ნიადაგის მჟავიანობა, იცვლება არასასურველი მიმართულებით ცალკეული ქიმიური ელემენტის შემცველობა, აქტიურდება ორგანული ნივთიერებების  დაშლა. ამ პროცესების ყველაზე დიდი საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ისინი ფარული ხასიათის არიან და მათი აღმოჩენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ ეს საშიშროება უფრო მომავალს ეხება ვიდრე დღევანდელობას.

2.5. პესტიციდები

რეზისტენტობიდან გამომდინარე არ დადასტურდა მავნებლებთან სარეველებთან და სხვადასხვა დაავადებებთან ქიმიური ბრძოლის პერსპექტივა. მის შემდეგ, რაც ფართო მასშტაბურად იქნა გამოყენებული შხამ-ქიმიკატები მავნებლებმა და დაავადებებმა შექმნა რეზისტენტული შტამები, რის გამოც თუ 1938 წლისთვის ცნობილი იყო მავნებლებისადმი მდგრადი 7 სახეობა, საუკუნის ბოლოსთვის მათ რიცხვმა მიაღწია 447. ამას უბრალო ახსნა აქვს, ცნობილია ყველა ცოცხალის ევოლუციური განვითარების გზა გენოტიპური. ცვალებადობის გარეშე არ ხდებოდა ამიტომაც პოპულაციებში ყოველთვის აღმოჩნდებოდა ცალკეული ინდივიდები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო მედეგი იყო ამათუ იმ პესტიციდისადმი, ისინი არაფრით გამორჩეულ არ არიან ფენოტიპურად, მაგრამ პესტიციდების გამოყენებისას განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში, ღებულობენ უპირატესობას განვითარებაში. ასე წარმოიქმნა ახალი შხამ-ქიმიკატებისადმი მდგრადი პოპულაცია. სარეველები ნაკლებად მდგრადი აღმოჩნდნენ და რეზისტენტული პოპულაციების წარმოქმნით შედარებით ღარიბნი არიან, თუმცა მათ შორისაც 40 სახეობაა. შეძენილი მდგრადობით 14 ჰერბიციდისადმი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა უფრო მაღალკონცენტრირებული ჰერბიციდები, ჩატარდა მორიგეობითი სხვადასხვა ჰერბიციდის შეტანა. ამან დადებითი შედეგი ვერ გამოიღო გასული საუკუნის ბოლოსათვის აშშ-ს ხარჯმა ახალი პესტიციდების შექმნისთვის 50მლნ დოლარს მიაღწია.

აგრობიოცენოზში მავნებლების პარარელულად არსებობენ მწერების სასარგებლო სახეობებიც (მტაცებლები, პარაზიტები), რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენენ მავნე სახეობების რაოდენობაზე და ნეიტრალურებიც რომელთა არსებობა აგროფიტოცენოზში აუცილებელია, მათი ეკოლოგიური მდგრადობისათვის. შხამ-ქიმიკატები მნიშვნელოვნად ცვლიან ფაუნის ენტომოსისტემის შემადგენლობას. პრაქტიკულად ისინი ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენენ როგორც სასარგებლო, ასევე ნეიტრალური მწერების რაოდენობაზე. ინსექტიციდების გამოყენებისას ხორბლის ნათესებზე სასარგებლო ენტომოფაუნა შემცირდა 50-80% რამაც გამოიწვია ბუგრების გამრავლება მცენარის სავეგეტაციო ბოლოსათვის. შხამ-ქიმიკატების გამოყენებით მცირდება მტაცებელთა და პარაზიტთა სახეობების სტაბილურობა და იზრდება მავნებლების.

პესტიციდების პირდაპირი ტოქსიკური ზემოქმედების გარდა ისინი ახდენენ მწერებზე დამაფრთხობელ გავლენასაც.

ძალიან ხშირად შხამ-ქიმიკატების ენტომოფაუნაზე ზემოქმედების შესასწავლად გამოიყენება ფუტკრები. რომლებიც სხვა უძვირფასესი სამეურნეო ღირებულების გარდა ზოგიერთ მცენარისათვის წარმოადგენს  ერთადერთ დამამტვერიანებელს. მისი მეშვეობით   იმტვერება ენტომოფილური მცენარეების 90%. ბევრი პესტიციდი (პირეტროიდები) საკმაოდ მავნებელია ფუტკრისათვის მისი დამაფრთხობელი სუნის გამო რაც ართულებს მცენარეთა დამტვერიანებას. ასევე უარყოფით გავლენას ახდენენ პესტიციდები ნიადაგის მაცხოვრებლებზეც, რომელთა ორგანიზმში მიმდინარეობს მავნე ქიმიკატების აკუმულაცია.

მცენარეთა დაცვის საშუალებების გარემოზე ზემოქმედების ეკოლოგიური შეფასება გვიჩვენებს, რომ მისი გამოყენების ტერიტორიაზე შეიმჩნევა ფრინველთა როგორც რაოდენობრივი, ასევე სახეობრივი შემცირება. სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტში ისინი ხშირად გადადიან ტყის მასივებიდან მინდვრებზე, სადაც გამოსაკვებად იყენებენ ძირითადად სხვადასხვა მწერებს. ინსექტიციდებით ან ჰერბიციდებით დამუშავების შემთხვევაში ფრთოსნები აწებებენ მკვდარ მწერებს, რაც შეიძლება გახდეს მათი მოწამვლის ერთ-ერთი მიზეზი. მოგვიანებით კი მწერების შემცირების გამო ფრთოსნები განიცდიან საკვების მწვავე სინაკლებეს. ცნობილია საკვების მონელებისათვის ფრინველებს ესაჭიროებათ წვრილი კენჭები, რის გამოც  მათ შეუძლიათ შეცდომით გადაყლაპონ გრანულრებული ინსექტიციდი ან მინერალური სასუქი, რომელიც ნიადაგის ზედაპირზეა მოყრილი. ცნობილია ფაქტები, როდესაც შხამ-ქიმიკატების რაოდენობამ მიაღწია ისეთ მაღალ მაჩვენებელს, რომ მათი ხორცი უვარგისი აღმოჩნდა საკვებად გამოსაყენებლად.

მოყვანილი ფაქტები მიუთითებენ ეკოსისტემაში  ცოცხალ ორგანიზმებზე პესტიციდების უარყოფით გავლენაზე. სამწუხაროდ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პესტიციდების გავლენას მიკრო ორგანიზმებზე, რომლებიც დასახლებულნი არიან მცენარის ფოთოლსა და ღეროზე, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცენარის ცხოვრებაში. მათ მიეკუთვნება ამონიფიკატორები, რძისმჟავა ბაქტერიები, საფუარები და  სოკოები, რომლებიც ძირითადად იკვებებიან იმ ნივთიერებებით, რომლებსაც გამოჰყოფს მცენარის ზედაპირული უჯრედები. ამიტომ ისინი ჩვეულებრივ პირობებში არ იჭრებიან ფოთლისა და ღეროს ქსოვილში , ე.ი არ აზიანებენ მას.

ზოგიერთ ეპიფიტური მიკროფლორა თესლებთან ერთად ხვდება ნიადაგში და სახლდება მცენარის ფესვებზე ღებულობს რა მონაწილეობას აზოტის ფიქსაციაში. მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი დადებითი დატვირთვა შეაჩერონ მცენარეთა ზედაპირული ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია შესწავლა თუ რა გავლენას ახდენს პესტიციდები ეპიფიტური მიკროფლორის შემადგენლობაზე და ხომ არ იწვევს ეს ფაქტი მცენარეთა მდგრადობის ცვლას სხვადასხვა დაავადებებისადმი.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ მიწათმოქმედებაში შხამ-ქიმიკატების გამოყენება წარმოადგენს ნიადაგის ჰიდროსფეროს და საკვები პროდუქტების ძირითად დამჭუჭყიანებელს რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანს. შხამ-ქიმიკატები უარყოფით გავლენას ახდენენ მცენარეზე, უარესობისკენ ცვლიან მათ ბიო-ქიმიურ შემადგენლობას, ხდება ცვლილებები გენეტიკურ დონეზეც რაც იწვევს საჯიშე თვისებების დაკარგვის დაჩქარებას, მუტაციურ ცვლილებებს, რომლებიც ფენოტიპურ დონეზე აისახება ჩვენს მომავალ თაობებზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s